საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სილქნეტი და TV5Monde ფოტოკონკურსს იწყებს!

24 აპრილი, 2017


კომპანია სილქნეტისა და ფრანგული არხის TV5Monde ერთობლივი გადაწყვეტილებით იწყება ფოტო კონკურსი SilkTV-ის მომხმარებლებისთვის რაგბის თემატიკაზე. სწორედ ამ პერიოდს მოიცავს საფრანგეთის პროფესიული სარაგბო კლუბების ჩემპიონატის TOP14  საფინალო ტურნირის მიმდინარეობა.
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 14 მაისამდე.

ფრანგული მხარე გამოავლენს 2 ნამუშევარს, რომელთა ავტორები გაემგზავრებიან TOP14 -ის საფინალო შეხვედრაზე.
მათთვის გათვალისწინებულია სასტუმრო (2 ღამე), თვითმფრინავის ბილეთი და ასევე მატჩზე დასასწრები ბილეთი. 

ფოტოკონკურსის პარალელურად, ერთი თვის მანძილზე არხი TV5Monde ხელმისაწვდომი იქნება SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის მომხმარებლისთვის. მაყურებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს ქართველი მორაგბეების თამაშს ფრანგულ კლუბებში.


გაეცანით კონკურსის წესებსა და პირობებს: 
 

1.    დასაშვებია ერთი ავტორის მიერ, ერთი ფოტოს გამოგზავნა. 
2.    შეუსაბამე შენი გადაღებული ფოტო თემას: „მე მიყვარს რაგბი“
3.    ფოტოს გამოგზავნისას Subject-ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და ახლდეს თანდართული ფაილი (Attachment). 
4.    ფოტოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი ნომერი.
5.    ფოტოს წარმატებით გამოგზავნისას მეილზე მოგივათ დასტური.
6.    ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. ფოტოს აღწერაში მითითებული იქნება ავტორის სახელი (სურვილის შემთხვევაში ფსევდონიმი). 
7.    კონკურსში მონაწილე პირი აუცილებლად უნდა იყოს Silk TV აბონენტი, დარეგისტრირებული პორტალზე: mysilknet.com
8.    კონკურსი მონაწილე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი.
9.    კონკურსში მონაწილეობით ავტორი “სილქნეტს” ანიჭებს უფლებამოსილებას, გამარჯვებული ფოტო კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (ბანერზე, პოსტერზე, ვებ გვერდზე, ჩვენს Facebook და instagram გვერდებზე და ა.შ) ავტორთან  დამატებითი შეთანხმებისა და ანაზღაურების გადახდის გარეშე. 
10.    ორივე გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის საშუალებით, რომელიც დაკომპლექტებულია არხის და სილქნეტის წარმომადგენლებით.
11.    გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საგზურით, რომელიც მოიცავს: თვითმფრინავის ბილეთს (თბლისი პარიზი-თბილისი), სასტუმრო (2 ღამე) და ასევე ფინალურ მატჩზე დასასწრებ ბილეთს.
12.    ფოტო უნდა იყოს არაუმცირეს 1,5MB ზომისა, JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg).
13.    კომპანია იტოვებს შესაძლებლობას საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით განათავსოს ფოტოები სილქნეტის Facebook გვერდზე (თემატური შესაბამისობის მიხედვით).
14.    ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 მაისი
15.    ფოტოები განთავსდება სილქნეტის Facebook გვერდზე ალბომში “ფოტოკონკურსი ტოპ14" 15 მაისს.
16.    ორივე გამარჯვებული ფოტო გამოვლინდება 19 მაისს
17.    ფოტოები გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართზე:  photo@silknet.com
 
შენიშვნა: წესებსა და პირობებზე თანხმობად ითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღება (ფოტოს გამოგზავნა).