საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.

27 აპრილი, 2017

კამპანიის სლოგანია გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი. მისი მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის თანხის შეგროვება.
Red Nose Day კამპანიაში უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეს თანხა ხმარდება ბავშვებს. ქალაქში უამრავ ადგილას შეგხვდებათ სარეალიზაციოდ გამოტანილი წითელი, სასაცილო ცხვირები.

სილქნეტი კიდევ ერთი საქველმოქმედო კამპანიის ნაწილი გახდა.

კამპანიის იდეა გაჩნდა 1985 წელს - იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად. 1988 წელს პირველად აღინიშნა წითელი ცხვირის დღე ეთიოპიაში. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა.  გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანა და სხვა.