SilkTV-ის ვიდეოთეკას დაემატა შემეცნებითი ანიმაციური სერიალი Zoo Babu

13 ივლისი, 2017

სიახლე SilkTV-ის  მომხმარებლებისთვის!
 

დღეიდან SilkTV-ის ვიდეოთეკას დაემატა შემეცნებითი ანიმაციური სერიალი Zoo Babu, რომელიც სკოლამდელი ასაკის პატარა მაყურებელზეა გათვლილი.  
ანიმაცია თამაშით მოგვითხრობს სახალისო ამბებს ჩვენი პლანეტის ფაუნაზე.
ასზე მეტი ცხოველი ერთ ყუთში იყრის თავს. თითოეულს ცხოვრების სხვადასხვა პირობა, საკვები და გარემო ესაჭიროება. 
 

Zoo Babu-ს 104 სერია ხელმისაწვდომია ქართულად, სრულიად უფასოდ. შესაძლებელია ენის ცვლაც.
 

ზაფხულის განმავლობაში ვიდეოთეკა ყოველდღიურად განახლდება  ფილმებით და ანიმაციებით.