სილქნეტის აბონენტებისთვის დამატებითი მომსახურება კრედიტი ამოქმედდა

25 სექტემბერი, 2017
 
ინტერნეტის, ტელეფონის, ტელევიზიის დავალიანების გამო გათიშვა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მომხმარებლებს. მინიმალურ ფასად  სერვისით უწყვეტად სარგებლობა შესაძლებელი ხდება სილქნეტის დამატებითი მომსახურებით კრედიტით.

შეჩერებული   მომსახურების  3, 7, 15 ან 30 დღით გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს.:

მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს და იდენტიფიცირების შემდგომ ჩაირთოს „კრედიტი“ სასურველ პერიოდზე; 

გამარტივებულია SMS -ით - სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული აბონენტის საკონტაქტო ნომრიდან  სპეციალურ ნომერზე 90 001 შეტყობინების გაგზავნით და შესაბამისი ინსტრუქციის შესრულებით, მომხმარებელი შეძლებს ყველა მომსახურების აღდგენას;

თუ აბონენტისთვის უფრო მისაღებია განაცხადის შევსების მეთოდი,  სილქნეტის სერვის ცენტრებში, თბილისსა და რეგიონებში ოპერატიულად მოგემსახურებიან.
 
 "კრედიტით" სარგებლობის საფასურია:

3 დღე - 1.50 ლარი,    

7 დღე-2 ლარი , 

15 დღე - 3.5 ლარი,    

30 დღე-4 ლარი 



აბონენტს  კრედიტის გააქტიურება შეუძლია მომსახურების შეზღუდვიდან 30 დღის განმავლობაში. 

სილქნეტის  მიზანია, რომ მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს სერვისი.