„სილქნეტისა“ და „სილქ როუდ ბანკის“ ერთობლივი პროდუქტი - „დავალიანების გადანაწილება“

9 თებერვალი, 2018

 


სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართული აბონენტებისთვის მოქმედებს „გადახდის გადავადების სერვისი“. თუ აღნიშნული მომსახურება გააქტიურებული აქვს  მომხმარებელს, შეუძლია ისარგებლოს  „სილქნეტისა“ და  „სილქ როუდ ბანკის“ ერთობლივი პროდუქტით  - „დავალიანების გადანაწილება“.
შეთავაზება საშუალებას აძლევს აბონენტს,  წინა თვის და  მიმდინარე თვის დავალიანებების  ჯამური თანხა გადაანაწილოს  10 თვეზე თანაბრად.
აღნიშნული მომსახურება ითვალისწინებს აქტივაციის ღირებულების - დავალიანების ჯამური თანხის 20%-ის ოდენობით გადახდას, რომელსაც სერვისის გააქტიურებისას, წინასწარ, იხდის მომხმარებელი.

''დავალიანების გადანაწილების'' მომსახურების გააქტიურების შემდეგ, აბონენტს სილქნეტის ანგარიშზე აღარ ერიცხება  შესაბამისი დავალიანება და ანგარიშვალდებულია დავალიანება დაფაროს ბანკთან.

ამ მომსახურებით სარგებლობის უფლების მქონე აბონენტი კომპანიიდან SMS-ით წინასწარ მიიღებს აქტივაციისათვის საჭირო კოდს. სერვისის აქტივაცია შესაძლებელია გადახდის შემდეგი სისტემების მეშვეობით:Nova Paybox,TBC Pay და MultiPay მომენტალური გადახდის აპარატებით და ასევე, ვებ გვერდით: www.tbcpay.ge

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ცხელ ხაზს 2100 100.

დამატებითი მომსახურების „სააბონენტო დავალიანების გადანაწილების“ პირობები