მარტის თვეში სილქნეტის აბონენტები ჟურნალ National Geographic სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

14 მარტი, 2018



 

სილქნეტის მომხმარებლები, რომლებიც  მარტის თვეში  ქართულენოვან National Geographic-ს გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ უკვე გამოცემული ნომრების ექვსთვიან ბიბლიოთეკას და გახდებიან ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის ხელმომწერები.


სპეციალური ფასდაკლება -თვეში 5 ლარი (ნაცვლად 7 ლარისა) ვრცელდება  სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელზე. ჟურნალის გამოწერაც მარტივადაა შესაძლებელი სილქტივის პულტის მეშვეობით ტელე-მენიუში National Geographic-ის აპლიკაციაში დადასტურებით, ან  ცხელ ხაზის 2 100-100 -ის ოპერატორის დახმარებით. 
 

მსოფლიოში ცნობილი შემეცნებითი ჟურნალი National Geographic კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით  ხუთი წელია ქართულ ენაზე გამოიცემა. თავად ჟურნალი 130 წლისაა.  ის 50-ზე მეტ ქვეყანაში, 34 ენაზე იბეჭდება. მასში ქვეყნდება ექსკლუზიური მასალები ისტორიის, არქეოლოგიის, მეცნიერების და კულტურის შესახებ და უნიკალური ფოტოები.