„სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ჯეოსელს დაბადების დღეს ულოცავს

15 მარტი, 2018

ჯეოსელი 21 წლისაა, ვულოცავ ამ გამორჩეულ გუნდს მნიშვნელოვან თარიღს. მოხარულები ვართ, რომ ის უკვე ჩვენი დიდი ჰოლდინგის ნაწილია. ეს პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც.

 

სილქნეტს და ჯეოსელს ბევრი რამ აერთიანებს: ინოვაცია, მომხმარებელზე ორიენტრირებული სერვისები, კულტურულ მემკვიდრეობასა და განათლებაზე ზრუნვა ის ღირებულებებია, რომელსაც ორივე კომპანია იზიარებს. სულ მალე სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების პროცესი დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და თითოეულ მომხმარებელს