სპეციალური შეთავაზება სილქნეტისა და ჯეოსელის აბონენტებისთვის

23 აპრილი, 2018

სილქნეტისა და ჯეოსელის ერთობლივი შეთავაზება გულისხმობს ჯეოსელის ქსელში უსასრულო საუბარს სამი თვის ვადით. ეს შეთავაზება ვრცელდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ სილქნეტის ყველა აბონენტზე, რომლებიც ამავდროულად, არიან ჯეოსელის მომხმარებლებიც და არსებული ნომრით არიან დარეგისტრირებული სილქნეტის ბაზაში ძირითად საკონტაქტო პირად.

შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 23 ივლისის ჩათვლით. ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია აქტივაციის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

იმისათვის, რომ სილქნეტისა და ჯეოსელის საერთო აბონენტებმა ისარგებლონ ამ შეთავაზებით, საჭიროა, ჯეოსელის ნომერი იყოს ორმხრივად აქტიური. იგივე პირობა ვრცელდება სილქნეტის მომხმარებლებზეც: სილქნეტის სერვისები არ უნდა იყოს ცალმხრივად შეზღუდული.

შეთავაზება ვრცელდება სილქნეტის და ჯეოსელის ფიზიკურ პირ აბონენტებზე, ასევე ჯეოსელის იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც არიან  კორპორატიული ნომრის მქონე ფიზიკური პირი აბონენტები. 

შეთავაზების აქტივაცია შესაძლებელია შემდეგი არხებით: USSD კოდის - *155#, ჯეოსელის მობილური აპლიკაციის ან ონლაინ პორტალის მეშვეობით.



დამატებითი ინფორმაცია:
*აქცია არ ვრცელდება სილქნეტის შემდეგ მომსახურებებზე: CDMA-ის „ლაით“ პაკეტი, EVDO.