სილქნეტისა და ჯეოსელის აბონენტებისთვის საკრედიტო ბარათი Silk Card შეიქმნა

14 ივნისი, 2018

სილქროუდ ბანკი, ექსკლუზიურად სილქნეტისა და ჯეოსელის აბონენტებს, სიახლეს სთავაზობს - საკრედიტო ბარათს , Silk Card ,  ლიმიტით  100-1200 ლარამდე.

 

საკრედიტო ბარათის მისაღებად მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე https://bit.ly/2sWxXXL და შეუკვეთოს Silk Card - განყოფილებიდან „პირადი კაბინეტი“.

 

Silk Card მსურველს გადაეცემა უფასოდ. მომხმარებელი ინტერნეტ ბანკის მინიმალურ პაკეტს და SMS ბანკს მიიღებს საჩუქრად, ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს გარეშე. 

 

Silk Card -ის პარტნიორი კომპანიებია:

სააფთიაქო ქსელი: „ავერსი“; „პეესპე“

ბენზინგასამართი სადგურები: „გალფი“; „ვისოლი“

ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“


აღნიშნულ ობიექტებში, ბარათის გამოყენებისას, პროცენტი არ დაირიცხება  30 დღის მანძილზე.

ბარათის მფლობელი გადაიხდის გახარჯულ თანხას 30 დღის შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე. 

 

მომხმარებელს თითოეული ტრანზაქციისთვის აქვს ინდივიდუალური 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი .ბარათით განაღდების ან არაპარტნიორ ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში, ირიცხება პროცენტი.

 

ბარათის მიღება შეუძლია სილქნეტის ან ჯეოსელის აბონენტ, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, 21 წლიდან საპენსიო ასაკამდე. საკრედიტო ბარათის მისაღებად არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თავდებობა. 

 

 

 

საკრედიტო ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელია:

 

„სილქროუდ ბანკის“ ფილიალში ვიზიტით;

საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით;

სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით;

ონლაინ გადახდის ვებ-გვერდების საშუალებით.

 

დარეგისტრირდი  https://bit.ly/2sWxXXL   და მიიღე ბარათი უფასოდ!

 


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს 2 24 22 42