სილქნეტი აბონენტებს განახლებულ სატელევიზიო პაკეტებს სთავაზობს

2 ივლისი, 2018


არსებულ და ახალ აბონენტებს, 2018 წლის 2 ივლისიდან, კომპანია სილქნეტი  მრავალფეროვან და განახლებულ პაკეტებს სთავაზობს.  სატელევიზიო პაკეტები სპორტულ და კინო  ექსკლუზიურ კონტეტს მოიცავს.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს  სამი ძირითადი პაკეტიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი: 

ეკონომი - 60 არხი (მოიცავს მხოლოდ ქართულ არხებს) – 12 ლარი
კომფორტი - 155 არხი - 24 ლარი
პრემიუმი - 200 არხი - 35 ლარი



ასევე დაიმატოს  6  სხვადასხვა ჟანრის თემატური პაკეტი, რომელთა ფასი 4 ლარიდან იწყება.

იხილეთ არხების ჩამონათვალი

ასევე განახლდა ორმაგი შეთავაზების პირობები, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებენ  ფიზიკური პირები თბილისში  შემდეგი კომბინაციის (ინტერნეტი+ტელევიზია) გააქტიურების შემთხვევაში:




კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „ეკონომი“ 60 არხი 40 ლარი (ნაცვლად 47 ლარისა)

კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და “კომფორტი“ 155 არხი 48 ლარი (ნაცვლად 59 ლარისა)

კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „პრემიუმი“ 200 არხი 60 ლარი (ნაცვლად 70 ლარისა)

ფასდაკლებას მიიღებენ რეგიონის მომხმარებლები იმ „ორმაგ შეთავაზებაზე“, რომელიც მოიცავს პაკეტ „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით და პაკეტ „კომფორტს“ 155 არხით კომბინაციას და ნაცვლად 59 ლარისა ყოველთვიურად დაერიცხებათ სააბონენტო გადასახადი 27 ლარი. 
ახალი აბონენტების გარდა, დაპაკეტების და შეთავაზების განახლებული სქემით სარგებლობა შეეძლებათ არსებულ აბონენტებსაც, რომელთაც შეეზღუდებათ ძველ პირობებზე დაბრუნება. ასევე, 2 ივლისიდან შეიზღუდება სამმაგ ოთხმაგ შეთავაზებაზე რეგისტრაცია ; მათ შორის, არსებული პროდუქტების გასამმაგება.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს 2 100-100