სიახლე Silk TV-ის აბონენტებისთვის - 1 დღით 1 არხი 1 ლარად

16 ივლისი, 2018


სილქნეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატელევიზიო მომსახურებაში, განაახლა ძირითადი და თემატური პაკეტები, ხელმისაწვდომი გახადა ექსკლუზიური სპორტული და კინო კონტენტი და „ორმაგი შეთავაზების“ (ინტერნეტი-ტელევიზია) არჩევისას აამოქმედა ფასდაკლება. 
 
16 ივლისიდან კომპანია კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს ოპტიკური „Silk TV“-ის აბონენტებს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ თემატურ პაკეტებში შემავალი გასართობი, სპორტული თუ კინო არხი1 დღით (24 საათი) გაიაქტიურონ.
 

იხილეთ არხების ჩამონათვალი
 

თითოეული არხის აქტივაციას მომხმარებელი Silk TV მენიუს საშუალებით შეძლებს.

აქტივაციის ღირებულება 1 ლარია. 

აღნიშნული შეთავაზება  მოქმედებს როგორც ძველი, ისე განახლებული პაკეტით მოსარგებლე აბონენტებისთვის, გარდა „ეკონომ“ და  „სტანდარტ“ პაკეტისა.