სილქნეტი ციფრული სატელევიზიო მომსახურების ქსელში უფასო ინსტალაციის აქციას იწყებს

16 ოქტომბერი, 2018


დღეიდან სილქნეტის ციფრული სატელევიზიო  მომსახურების ქსელში ჩართვა უფასოდ არის შესაძლებელი.  აქცია 2 თვით ამოქმედდა საქართველოს მასშტაბით შემდეგ ქალაქებში:
 

თბილისი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, დუშეთი, გორი, ხაშური, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი და ხობი.

მომხმარებლებისთვის ციფრული სატელევიზიო მომსახურების ქსელში მოქმედებს სამი ძირითადი პაკეტი:
 

პაკეტი სტარტი (მოიცავს ქართულ და უცხოურ სხვადასხვა ჟანრის 61 არხს) - ყოველთვიური სააბონენტო 10 ლარი;
პაკეტი მედიუმი (90 არხი)  - ყოველთვიური სააბონენტო 20 ლარი;
პაკეტი პრემიუმი (118 არხი) - ყოველთვიური სააბონენტო 30 ლარი;
დამატებითი პაკეტები:
თემატური ექსტრა - 6 სხვადასხვა ჟანრის არხით - 5 ლარი;
თემატური სილქი - სილქ სპორტ და სილქ კინო 6 არხით - 8 ლარი
 

უფასო ინსტალაციის პირობა ავტომატურად გაუაქტიურდება აბონენტს, ვინც აქციის მიმდინარეობის პერიოდში დარეგისტრირდება ცხელ ხაზზე 2100-100 ან უკვე გავლილი აქვს რეგისტრაცია  და ინსტალაცია არ არის დასრულებული. 
 

სატელევიზიო მომსახურების ჩართვიდან 1 თვის განმავლობაში აბონენტი ისარგებლებს პაკეტით "პრემიუმი " და თემატური პაკეტით "ექსტრა". ხოლო  ინსტალაციიდან 1 თვის გასვლის შემდგომ  ჩაერთვება ის პაკეტი, რომელსაც აირჩევს რეგისტრაციისას;
 


ინსტალაციისას აბონენტს დროებით სარგელობაში გადაეცემა დეკოდერი და ბარათი.