1 ნოემბრიდან განხორციელდა შპს „ჯეოსელის“ შერწყმა სს „სილქნეტთან“

1 ნოემბერი, 2018

გაცნობებთ, რომ 1 ნოემბრიდან განხორციელდა შპს „ჯეოსელის“ შერწყმა სს „სილქნეტთან“. შესაბამისად, 1 ნოემბრიდან, შპს „ჯეოსელმა“, როგორც დამოუკიდებელმა სამეწარმეო სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა.  აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას, „ჯეოსელის“ სახელწოდებით, უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“.