აბონენტთა საყურადღებოდ

16 იანვარი, 2019

ძვირფასო აბონენტებო,

მოგეხსენებათ, 2018 წლის განმავლობაში კომპანია სილქნეტმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზათ, რაც მოიცავდა როგორც სილქ+-ის კონვერგენტულ  პაკეტებს, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას და მობილური ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას, რაც ჩვენს აბონენტებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. 

1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს.
 

განახლებულ პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.