სილქნეტის განცხადება

26 იანვარი, 2019

 

საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია სილქნეტის მთავარი პრიორიტეტია აბონენტთა ინეტერესების გათვალისწინებით  მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება.

ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა  კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი  გაერთიანებული პაკეტები, რაც  საზოგადოებას   2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ.
ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის  თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე  მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.
მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის   ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2)  კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს  კვლევა  უცხოელი ექსპერტების საშუალებით.

იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება  და  მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის  პრინციპულად მიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსროთ, რომ ახალ  პაკეტებში  მოხდა ინტენრეტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა გაძვირება 
სილქნეტი იმედს იტოვებს რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება  და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას   ახალი პროდუქტების ბაზრაზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით.