სილქნეტი, მთელი გუნდის სახელით, ბოდიშს უხდის თავის მომხმარებელს ჯეოსელის ქსელში შექმნილი შეფერხების გამო

2 თებერვალი, 2019

 

როგორც ვაცნობეთ ჩვენს მომხმარებელს, 25 იანვარს ჯეოსელის ქსელში განვახორციელეთ სისტემური ცვლილება. უფრო კონკრეტულად, ეს იყო ახალ საბილინგო პროგრამაზე გადასვლა. სამუშაოების დაწყებიდანვე, ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შექმნოდათ სერვისით სარგებლობისას. ვინაიდან, ეს პროცესი, თავისი კომპლექსურებიდან გამომდინარე, მასშტაბურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, სამწუხაროდ, ჰქონდა შეფერხებები: ახალ სისტემაზე გადასვლის შემდგომ დღეებში, მათ ვერ შეძლეს სერვისის გააქტიურება და რიგ შემთხვევებში, ვერ ხერხდებოდა ჩარიცხული თანხების სწორად ასახვა ნომრის ანგარიშზე. ჩვენ ვწუხვართ, რომ ამის გამო აბონენტებს შეექმნათ შეფერხება თავიანთ საქმიანობაში. ამ დღეების განმავლობაში კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა ეს შემთხვევა იქნას შესწავლილი და გამოსწორებული.
 

ჩვენი კომპანია, მთელი გუნდის სახელით, დიდ ბოდიშს უხდის თითოეულ მომხმარებელს, რომელსაც ამ პერიოდში შეეზღუდა ჯეოსელის მომსახურება. ამჟამად, აღნიშნული ხარვეზის უდიდესი ნაწილი აღმოფხვრილია, რისთვისაც 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდული სერვისების გააქტიურება და არასწორად დარიცხული/ჩამოჭრილი თანხების კორექტირება.
 

ჯეოსელის ყველა იმ აბონენტს, რომლებსაც ქონდათ ზემოთ აღნიშნული შეფერხება, უახლოეს მომავალში, კომპანია სილქნეტი საჩუქრად ჩაურიცხავს დამატებით 5 გიგაბაიტ ინტერნეტს.
 

ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა გავამართლოთ მომხმარებლის ნდობა და შევთავაზოთ მათ ყველა ის უპირატესობა, რაც გააჩნია მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. აქვე, დიდი მადლობას ვუხდით მათ, რომ არიან ჩვენი აბონენტები. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია თითოეული მათგანი და მათი ლოიალობა.