სილქნეტმა საიტების ფილტრაციის სერვისზე „ინტერნეტ მშობელი“ აქცია აამოქმედა

15 თებერვალი, 2019

 

სერვისი  “ინტერნეტ მშობელი” ინტერნეტის ფილტრაციის  საშუალებას იძლევა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად დაბლოკოს წვდომა კონკრეტულ საიტებზე და საიტების კატეგორიებზე.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ მშობელს, დამატებითი გადასახადის გარეშე, ორი თვით შეეძლება აღნიშნული სერვისის გააქტიურება.  

აქციის ამოწურვისას სერვისის ყოველთვიური ღირებულება გახდება 3 ლარი.

„ინტერნეტ მშობელი“ ხელმისაწვდომია სილქნეტის ოპტიკური ქსელით (GPON) მოსარგებლე ფიზიკური პირებისთვის.  გააქტიურებისთანავე სერვისის კონფიგურაცია გავრცელდება ბინაში არსებულ სილქნეტის როუტერთან (მოდემი, WiFi ) დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე.  

 

 

მომხმარებელი თავად მართავს ინტერნეტ ფილტრაციის კატეგორიებს პორტალიდან my.silknet.com. ამავე პორტალზე აბონენტს შეეძლება სასურველი ფილტრების მიხედვით ჩაშლილი, მაქსიმუმ 1 თვის    სტატისტიკის ნახვა. სურვილის შემთხვევაში ყოველკვირეულ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს მეილზეც.

 

 

სერვისის მომწოდებელია საერთაშორისო კომპანია SafeDNS.