სილქ დაზღვევა სილქნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროდუქტით

28 თებერვალი, 2019


სილქნეტი ფიქსირებული ქსელის აბონენტებს სახლის/ბინის დაზღვევას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად თავაზობს.  
სილქ დაზღვევის სადაზღვევო პოლისით  იზღვევა მხოლოდ სახლის/ბინის შიდა მოპირკეთება;

 

•         მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება.
•         კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა.
•         ხანძარი, აფეთქება.
•         ფასადის შუშის დაზიანება რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, კერძოდ: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი .

 

სილქ დაზღვევის პირობებით ისარგებლებენ არსებული და ახალი მომხმარებლები თბილისსა და რეგიონში.  რეგისტრაცია მიმდინარეობს  Silk TV- მენიუდან და ასევე საინფორმაციო ცენტრ 2100-100-ში დარეკვით.  სახლის დაზღვევის მოთხოვნის შემდეგ აბონენტს უკავშირდება ოპერატორი და უაქტიურებს მომსახურებას. აბონენტის განაცხადის მიღების თარიღის მიუხედავად, დაზღვევის პოლისი გააქტიურდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
 

დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ღირებულებაა - 5₾
ჯამური სადაზღვევო ლიმიტი - 10,000₾ , არაუმეტეს 300₾ -1კვ/მ-ზე.
 

სილქ დაზღვევის საფასურის გადახდა  შესაძლებელია ფიქსირებული მომსახურების გადასახადთან ერთად . 
სადაზღვევო შემთხვევას აანაზრღაურებს  “თი-ბი-სი დაზღვევა”.