უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix) აბონენტთა საყურადღებოდ!

24 ივნისი, 2019
უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix)  აბონენტთა საყურადღებოდ!
 
გაცნობებთ, რომ 2019 წლის 23 ივლისიდან სილქნეტი წყვეტს უკაბელო CDMA მომსახურებას და   ამ ტექნოლოგიის ყველა პროდუქტი (S1 ; CDMA Fix)  გადაჰყავს მაღალტექნოლოგიურ  ქსელზე.    
მომსახურების მისაღებად, აბონენტებს ახალი სიმ ბარათი გადაეცემათ კომპანიის მომსახურების ცენტრებში (თბილისსა და რეგიონებში) 2019 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე. 
 
 
მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება  შემდეგი პაკეტები: 
მობილური S1 მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს გაუაქტიურდებათ  სააბონენტო პაკეტი თვეში 7 ლარად, რომელიც მოიცავს:
უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში; 
100მბ ინტერნეტს;
ყველა სხვა ადგილობრივ ოპერატორთან საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) ისაუბრებს 0.10 თ/წთ; ხოლო სმს და საერთაშორისო ზარებზე დაერიცხება მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
 
 
ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ უკაბელო ფიქსირებული (CDMA Fix) ქსელით, გაუაქტიურდებათ პაკეტი „7 ლარიანი ადგილობრივი“, რომელიც მოიცავს:
უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში;
ყველა  სხვა ადგილობრივი ოპერატორი საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) - 0.10თ; 
სმს და საერთაშორისო ზარები - მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
აღნიშნულ აბონენტებს კომპანია ასევე სთავაზობს ტელეფონის აპარატს სპეციალურ ფასად.
 
 
გაცნობებთ ასევე, რომ 23 ივლისიდან გაუქმდება Evdo უსადენო ინტერნეტის მოდემზე მომსახურება. 
 
 
ფიზიკურმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ, მიმართოთ მომსახურების ცენტრებს და ცხელ ხაზს 2100100;
 
 
იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნულ ქსელში, მოემსახურებათ ცხელი ხაზი 2100-200;