კიდევ ერთი სიახლე ფილმებისა და სერიალების მოყვარულთათვის

26 ივნისი, 2019


კიდევ ერთი სიახლე ფილმებისა და სერიალების მოყვარულთათვის:

სილქნეტმა კომპანია ქარვასთან ერთად განაახლა AMEDIATEKA-ს ინტერფეისი და ფუნქციონალი. კერძოდ, ჩამონათვალს დაემატა ახალი კატეგორიები: „პრემიერები“, „ახალი“, „ რჩეული“ და „ბოლოს ნანახი“; „სანიშნის“ მეშვეობით მომხმარებლის  საყვარელი მომენტების ხელახლა ნახვისა და რჩეული ფილმების/სერიალების სასურველი დროიდან თვალის მიდევნების შესაძლებლობა, პარამეტრებიდან სასურველი ენის შერჩევა, „ძიების“ ლურჯი ღილაკით გამარტივებული ძებნა და ა.შ. 
 

ასევე, SilkTV-ის ლოგინის (user log in) გვერდს დაემატა 2 ინტერაქტიული ბანერი, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ჩაანაცვლებენ: AMEDIATEKA-ს ბანერის საშუალებით, მომხმარებლებს ექნებათ დამატებითი ქმედებების გარეშე კინო კატალოგზე გადასვლის საშუალება, ხოლო მეორე ბანერი წინანდლის მუსიკალური ფესტივალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებლებს, რომელიც 8-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.