სილქტივის ვიდეოთეკის პაკეტი „კინომანი“ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

18 ივლისი, 2019

სილქტივის ვიდეოთეკის  პაკეტი „კინომანი“ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ვიდეოთეკის კატალოგის გამოწერა გაიაფდა.  კინომოყვარულ მომხმარებლებს ვიდეოთეკაში არსებული ფილმების შეუზღუდავად ყურების საშუალება თვეში 5 ლარის ნაცვლად 1 ლარად.

პაკეტ „კინომანში“  შესულია ვიდეოთეკაში განთავსებული ყველა ფილმი, გარდა: „18+“, კატეგორია „ახალი“, „Top 10“ და „ქართული“.
Silk TV-ის ვიდეოთეკა აერთიანებს ქართულ და უცხოურ კინოპროდუქციას, რომელიც დაყოფილია თემატურად და აქვს  საძიებო ველი, სადაც  სათაურით, ჟანრით ან მსახიობის მითითებით გამარტივებულია სასურველი ფილმის პოვნა.
 

ახალი ტარიფი  2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.