ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურების შესასყიდად

საწყისი თარიღი: 6 აგვისტო, 2019 - ბოლო თარიღი: 16 იანვარი, 2100
 
სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში  მონაწილეობის  მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან  ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.
კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში. 
ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3996 ადამიანი. აქედან 2763 არის თანამშრომელი, 1233 ოჯახის წევრი. 
 
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ  შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:
 
ა) სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
ბ) გამოცდილება;
გ) კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
დ) ფასი 

ტენდერის # 12/19

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2019  წლის 16 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში  10 საათიდან 18 საათამდე
 
 
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
1 უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2 წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3 კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
 
 
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
 
 
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1 ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2 ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
3 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4 ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
5 ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
 
 
რეკვიზიტები
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 599 577 282   
E-mail tenders@silknet.com 
 
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
 
მოთხოვნა
წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 
 
სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;