Silk TV-ის ექსკლუზივი - მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენები სილქნეტისგან

8 ოქტომბერი, 2019
Silk TV-ის ექსკლუზივი - მსოფლიოს  მთავარი სპორტული მოვლენები სილქნეტისგან 


სილქნეტს სპორტის მოყვარულებისთვის ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, პრიმერა დივიზიონის ტრანსლირების მრავალწლიანი უფლება აქვს მიღებული და როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე აპლიკაციით სპორტის მოყვარულებს HD ხარისხით, პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით, ქართულ ენაზე აწვდის ყველა შეხვედრას. 
სპორტულ კონტენტეზე ფეხბურთის გარდა, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, ხელბურთის, ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და სპორტის სხვა სახეობების მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მიმდინარეობს. 
 
არხი "სილქ უნივერსალი" ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან დღის მანძილზე სხვადასხვა სახეობის წამყვან სპორტულ ღონისძიებებს აშუქებს. არხი SilkTV-ის გარდა,  ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს. ახალ სატელევიზიო სეზონზე არხზე სიახლეა! - გადაცემა "ბურთი და მოედანი"  ეთერში ყოველ პარასკევს, 21:00 საათზე გადის - მეტი ანალიტიკით და დეტალური საფეხბურთო მიმოხილვით.
 
კომპანიას სპორტის მოყვარულებისთვის სამი სპორტული არხი (Silk Sport HD 1, Silk Sport  HD 2, Silk Sport HD 3)  და  თემატური პაკეტები აქვს შექმნილი: 
"სპორტ ექსკლუზივი" თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხს; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხებს: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ -  თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 5 ლარია.
 
რამდენიმე პაკეტშია გადანაწილებული Silk Sport არხები. აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:
პაკეტი "მიქსი 1" (8 არხი), მასში შედის Silk Sport  HD 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების რეტრანსლირებას უზრუნველყოფს და Setanta + და ასევე მოიცავს რეიტინგულ კინოარხებს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.
თემატური პაკეტი "მიქსი 2" (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2 HD ; Silk Sport 3 HD შევიდა; ასევე Setanta  და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.
ასევე სპორტული არხები ხელმისაწვდომია სილქნეტის აპლიკაციით  Silk Go. 

iOS: https://apple.co/2QpSHAd
Android: http://bit.ly/SilkTVgo 

ხოლო სხვა კომპანიის  ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის "სილქნეტს" შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, ამ სერვისით თვეში 15 ლარად 57 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk Sport  არხები და „სილქ უნივერსალი“ - გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.
 
სპორტული ღონისძიებების, ჩემპიონატების, ტურნირების ჩამონათვალი, რომელიც  Silk TV-ის ეთერით ვრცელდება:
 
ფეხბურთი - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა,  ესპანეთის პრიმერა დივიზიონი,  ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
კალათბურთი - NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
ჩოგბურთი - ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
რაგბი - მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
ხელბურთი - მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები; 
ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატი.
მძლეოსნობა - ბრილიანტის ლიგა
დოღი - ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
მოტო სპორტი - მსოფლიო ჩემპიონატი.
 
სპორტული პაკეტების, არხების გააქტიურება ცხელი ხაზის 2100 100 მეშვეობით მიმდინარეობს.