სილქნეტი თანამგზავრულ ტელევიზიაზე აქციას იწყებს

15 ოქტომბერი, 2019

სილქნეტი თანამგზავრულ ტელევიზიაზე აქციას იწყებს 
 

15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ფიზიკური პირებისთვის,  თანამგზავრული ტელევიზია „სილქსატის“ მომსახურებაზე აქცია იწყება. 
ამ პერიოდში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, კომპანია 50%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება 3 თვის მანძილზე.

ინსტალაცია უფასოა. თბილისსა და რეგიონებში მსურველს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს:
პაკეტი „სილქსატი“ , სადაც 100-ზე მეტი ყველაზე მოთხოვნადი ტელეარხია შესული - აქციის პირობით, 16 ლარის ნაცვლად, ჩართვის  თვეში და მომდენო 2 თვე,  სააბონენტო  8 ლარი დაერიცხება.

„სილსატ+“ - პაკეტი  მოიცავს 100-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად ტელეარხს და 2 მობილური ნომრის მომსახურებას - ჯეოსელის პაკეტით “მეტი M" - აქციის პირობით აღნიშნული პაკეტის საფასური 18 ლარის ნაცვლად თვეში 9 ლარია.
დეკოდერს  ქართული არხების მიღების ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. 

რეგისტრაცია შესაძლებელია ცხელი ხაზზე 032 2 100100 და სერვის ცენტრებში.