მომხმარებელთა საყურადღებოდ!

28 ოქტომბერი, 2019

მომხმარებელთა საყურადღებოდ!


2019 წლის 1 დეკემბრიდან სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო პროდუქტებზე, ცალმხრივ და ორმხრივ შეზღუდვებზე ამოქმედდება განახლებული პირობები:
სატელეფონო მომსახურება ( სადენიანი ტელეფონი, „სილქფონი“):
დავალიანების შესაბამის ვადაში გადაუხდელობის ან სატელეფონო ანგარიშზე მოქმედი ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში,  მომსახურება ცალმხრივად  შეიზღუდება არასრული 2 (ორი) თვის ვადით (ცალმხრივად შეზღუდვის დღიდან თვის ბოლომდე პერიოდს დამატებული სრული ერთი თვე); ხოლო ორმხრივად - ცალმხრივად შეზღუდვის ვადის ამოწურვიდან 1 (ერთი) თვის ვადით; აღნიშნული პერიოდის ამოწურვისთანავე - მომდევნო თვის 1 რიცხვში -  შეუწყდება ხელშეკრულება აბონენტს.
ოპტიკური/ DSL ინტერნეტ და სილქ ტვ მომსახურება:
დავალიანების გადაუხდელობის ან მომსახურებ(ებ)ის ანგარიშზე მოქმედი ლიმიტის ამოწურვისას, მომსახურებაზე დაწესდება  შეზღუდვა  არასრული 3 (სამი) თვის ვადით (შეზღუდვის დღიდან თვის ბოლომდე პერიოდს დამატებული სრული ორი თვე). აღნიშნული პერიოდის ამოწურვისას, მომდევნო თვის 1 რიცხვში მომხმარებელს შეუწყდება ხელშეკრულება. 
 
 
შენიშვნა
იმ სატელეფონო აბონენტებს, რომლებსაც 2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეზღუდული ექნებათ მომსახურება,  შეუნარჩუნდებათ  ცალმხრივად შეზღუდვის მოქმედი   ვადა, ხოლო ორმხრივად სერვისი გაეთიშებათ ახალი პირობით - მხოლოდ ერთი თვით. 
ასევე, ოპტიკური ინტერნეტ და სილქ ტვ,  DSL სილქ ტვ მომსახურების აბონენტებს, რომლებსაც 2019 წლის 1 დეკემბრამდრე შეზღუდული აქვთ მომსახურება, მოქმედი შეზღუდვის ვადა შეუნარჩუნდებათ.