მიმოხილვა

SILKphone OTT

ფიქსირებული სატელეფონო  მომსახურების სერვისი,
ყველგან სადაც ინტერნეტია.


რა არის SILKphone OTT?

ახალი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების სერვისი, ყველგან სადაც ინტერნეტია.
   მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სილქნეტის ფიქსირებული ტელეფონის
     ტარიფებითა და პირობებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ინტერნეტ ქსელში ჩართვისას

   მომხმარებელს ენიჭება სილქნეტის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის
     გამოყოფილი ნუმერაცია. ერთ აბონენტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 3 (სამი) სატელეფონო ნომრის
     გააქტიურება.



როგორ ვისარგებლო?


მომსახურების 3 ტიპი არსებობს:

  მომხმარებლის სახელი და პაროლის მინიჭება
ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს გადაეცემა მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლი და ის არ ყიდულობს სპეციალურ მოწყობილობას – ადაპტერს. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სპეციალური მობილური აპლიკაციების  საშუალებით და გამოიყენოს ჩვენს მიერ მინიჭებული
მომხმარებლის სახელი და პაროლი. სერვისის ინსტალაციის საფასური 10 ლარია.

  მომსახურების გააქტიურება საკუთარ მოწყობილობაზე
თუ მომხმარებელს სურს მომსახურების გააქტიურება საკუთარ აპარატურაზე, სერვის ცენტრი უზრუნველყოფს 
მომხმარებლის სახელის და პაროლის გაწერას წარმოდგენილ ადაპტერზე რომლის ღირებულება 20 ლარია.
  არსებული SILKphone OTT-ს აბონენტებისათვის საკუთარ მოწყობილობაზე ინსტალაციის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

   VOIP ადაპტერის შეძენა
VOIP
ადაპტერი არის მოწყობილობა რომლის მეშვეობით მიიღებთ სატელეფონო სიგნალს, ინტერნეტ ქსელის საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ადაპტერის საკუთრებაში
გადაცემის შემთხვევაში, აბონენტს დაერიცხება ერთჯერადად 150 ლარი.



ტარიფები და გადახდის პირობები

SILKphone OTT სერვისზე მოქმედებს როგორც ავანსური, ისე შემდგომი გადახდის პირობა.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სტანდარტული სახლის ფიქსირებული ტელეფონის 
7 ლარიანი და 10 ლარიანი სააბონენტო პაკეტით.




შეგახსენებთ: მომსახურების მისაღებად არ არის აუცილებელი, აბონენტი სარგებლობდეს სილქნეტის ინტერნეტ მომსახურებით. ასევე, მას შეუძლია შეიცვალოს ქსელი და ამავე დროს განაგრძოს SILKphone OTT-თ სარგებლობა.

Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია