სილქნეტი განაგრძობს ოპტიკური ქსელის განვითარებას. სულ ახლახან კომპანიამ ოპტიკური ქსელით გლდანი–ნაძალადევის რაიონში, თემქის მე–3, მე–4, მე–9, მე–10, მე–10ა და მე–11 მიკრორაიონები დაფარა. ამიერიდან თემქის მოსახლეობას საშუალება აქვს სილქნეტის პროდუქტები – ტელეფონი, ინტერნეტი და ტელევიზია უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით მიიღონ.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ სილქნეტის პროდუქტები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება.
არსებული სიახლეები კომპანიის წარმომადგენლებმა 13, 14 და 15 თებერვალს გლდანი–ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას გააცნო. სარაჯიშვილის მეტროსთან და რაიონის სხვა ხალხმრავალ ადგილას, გამვლელებს საშუალება ქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ სილქნეტის პროდუქტებს და შეთავაზებებს და ადგილზევე გაეარათ რეგისტრაცია სასურველ სერვისებზე. აქციის ფარგლებში, სილქნეტის წარმომადგენლები მოსახლეობას სამახსოვრო საჩუქრებს და ცხელ ყავას სთავაზობდნენ.
3 დღის განმავლობაში გლდანი–ნაძალადევის ტერიტორიაზე რეისებს ასრულებდა სილქნეტის ავტობუსი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა მსურველებს.