სახლში მომსახურების სერვისი უსადენო მოდემზე

სილქნეტის  მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს სახლში ან ოფისში მოწყობილობებზე ტექნიკურ დახმარებას და აპარატურის გადაადგილება – რეორგანიზაციას.

აპარატურის გადაადგილება – რეორგანიზაცია
აღნიშნული მომსახურების ღირებულება ფიზიკური პირებისათვის 30 ლარია , ხოლო  იურიდიული პირებისათვის 50 ლარი.  აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად.


პირად საკუთრებაში არსებულ  Wi-Fi მოდემზე მომსახურება 

თბილისსა და რეგიონში სილქნეტის ინტერნეტ–აბონენტებს (ფიზიკური პირი) შესაძლებლობა აქვთ
ისარგებლონ სახლში მომსახურების სერვისით  პირად საკუთრებაში არსებულ  Wi Fi მოდემზე,
რაც გულისხმობს:
  ინსტალაციას
  არსებულ მოდემზე ხარვეზების აღმოფხვრას
  მოწყობილ მოდემზე ნებისმიერი სახის კონფიგურაციას.
მომსახურების ღირებულება:  10 ლარი.


Wireless Acces Point მოდემზე მომსახურება 
სერვისი ითვალისწინებს:
  მოწყობილობის კონფიგურაციას,
  გადატვირთვას და თრაბელშუთინგს (დაზიანების აღმოფხვრას).
მომსახურების ღირებულება:სტანდარტული ტარიფი – 10 ლარი

შენიშვნა: ზემოთხსენებული სამუშაოების წარმოებისას სილქნეტის აბონენტებისთვის 10 მეტრამდე კაბელით უზრუნველყოფა სრულიად უფასოა.


Silk LTE WiFi  მოდემზე
მომსახურება 
Silk LTE აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სახლში მომსახურების სერვისით მათივე საკუთრებაში არსებულ LTE WiFi  მოდემზე. 
მომსახურება ითვალისწინებს:
  ხარვეზის აღმოფხვრა/ ინსტალაცია
  კონფიგურაცია ან/და ამავე მოწყობილობის ტექნიკური დახმარება
მომსახურების ღირებულება:  20 ლარი.


მომსახურებით მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 100 100 ან მობრძანდით ჩვენს სერვის ცენტრებში.




 

Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია