|
 | უსადენო ინტერნეტი |
მიმოხილვა
სილქნეტის მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი
| შეიძინეთ უსადენო ინტერნეტ მოდემი ახლა უკვე 65 ლარად უსადენო ინტერნეტ მოდემის დახმარებით ინტერნეტით სარგებლობა შეგეძლებათ მაშინაც კი როდესაც არც სახლში ხართ და არც ოფისში, მაგრამ სილქნეტის დაფარვის ზონაში იმყოფებით. მოსახერხებელია ელექტრონული ფოსტის გაგზავნა/მიღებისათვის, თქვენი facebook გვერდის შესამოწმებლად, ონლაინ შოფინგისთისვის და ა.შ. შენიშვნა: დიდი მოცულობის ფაილების გადმოსატვირთად, ონლაინ თამაშებისთვის, ვიდეოების ან სატელევიზიო გადაცემების საყურებლად, ინტერნეტ მოდემით სარგებლობა არ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში ისარგებლეთ თქვენი სახლის/ოფისის ინტერნეტით ან wi-fi ინტერნეტით. | მომსახურების პირობები:
უსადენო ინტერნეტ მოდემი გადმოგეცემათ ქსელში ჩართული შეძენისთანავე.
მოდემის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ 500 MB ინტერნეტ ტრაფიკს, რომლის გამოყენება 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ.
ანგარიშზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში მომსახურების გასააქტიურებლად მინიმალური თანხა - 5 ლარი.
ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში - გარანტია 30 დღე.
თუ შეძენიდან 3 დღის განმავლობაში ვერ ისარგებლებთ უსადენო ინტერენეტ მოდემით, შეგიძლიათ მისი დაბრუნება. ამ შემთხევაში დაგიბრუნდებათ – 55 ლარი ასევე ანგარიშზე არსებული/გამოუყენებელი თანხა.
შეაერთეთ სილქნეტის ინტერნეტ მოდემი თქვენს პერსონალურ კომპიუტერში და ჩაერთეთ ინტერნეტში ნებისმიერი ადგილიდან!
გადახდის ყველაზე კომფორტული სისტემა – გადაიხადეთ მარტივად – ბანკების, ონლაინ გადარიცხვის, Silk ბარათის ან სწრაფის გადახდის აპარატების მეშვეობით.
ტექნიკური მახასიათებლები: მოდელი: ZTE - AC2726 (800/1900 MHz) ზომები: 92.5x26x10.1მმ მონაცემები: CDMA 1xEV-DO Rev.A: up to 3.1Mbps; CDMA 1X: up to 153.6kbps თავსებადია ოპერაციულ სისტემებთან: Windows XP/ Windows 2000/ Windows VISTA/ Windows 7, MAC
საინსტალაციო ფაილები: Windows XP/ Windows 2000/ Windows VISTA/ Windows 7 PC & APPLE®MAC
სილქნეტის ინტერნეტ მოდემის შეძენა შესაძლებელია, ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში
|