დღეს, 18 ივნისს, ვარკეთილის და ახმეტელის მეტრო–სადგურებში სილქნეტის სერვის ცენტრები გაიხსნა.
მომსახურების ახალ ოფისებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ და შეიძინონ სილქნეტის პროდუქტები,
ასევე მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
მეტრო–სადგურებში გახსნილი სერვის ცენტრები ფიზიკურ პირებს მოემსახურება და განსაკუთრებული წესით იმუშავებს, კვირის დღეებში – 10:00 სთ–დან 20:00 სთ–მდე, შაბათ–კვირას კი 10:00 სთ–დან 15:00 სთ–მდე.
უახლოეს პერიოდში სილქნეტის მომსახურების ოფისები თბილისის მასშტაბით სხვა მეტრო–სადგურებშიც გაიხსნება.