გაცნობებთ, რომ ძალაში შევიდა ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპით გათვალისწინებული ვალდებულება ყველა ტრანზიტული მაუწყებლისთვის.
კომპანია სილქნეტი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზიტული მაუწყებელი, გამოთქვამს მზადყოფნას საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი არხების მომართვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი პირობებისა და ვადების სრული დაცვით, განათავსოს ტელეარხები სილქტივის პაკეტში და გახადოს ის ხელმისაწვდომი სილქნეტის ყველა მომხმარებლისთვის.
მადლობა, რომ სარგებლობთ კომპანიის სერვისებით.
სს „სილქნეტი"