შეღავათები სოციალურად დაუცველი პირებისთვის კომპანისილქნეტი თავის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სპონსორობას და ქველმოქმედებას. ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველ აბონენტებზე, რომელთა რიცხვი 7400 აღწევს. ვუწევთ შეღავათს მარტოხელა პენსიონერებს, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს და აგრეთვე ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მსგავსი სოციალური პროექტი უპრეცედენტოა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.
სილქნეტი ფონდ „იავნანას“ სპონსორი და მუდმივი პარტნიორია ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“. გამოყოფილია ნომერი 30 30 და ღონისძიებების მსვლელობისას შემოსული ფასიანი ზარებით გროვდება თანხები, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას ხმარდება.
სილქნეტი ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის სილქნეტი – საქართველოს სამთო–სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების ინიციატორი, უწევს პატრონაჟს საქართველოს სამთო–სათხილამურო ნაკრებს.
სილქნეტი კლასიკურ ხელოვნებას და კულტურას უჭერს მხარს უკვე რამდენიმე წელია სილქნეტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კლასიკ სპონსორია.
კომპანია „სილქნეტი“ C და B ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების პარტნიორი პაციენტთა განათლების პროექტის ფარგლებში, კომპანია „სილქნეტი“ უზრუნველვყოფს ფონდის ცხელი ხაზის ეფექტურ მუშაობას. „ სილქნეტი“ პროექტის ინტერნეტ პროვაიდერიც არის და Silk TV-ის და კომპანიის ვებ–გვერდის მეშვეობით უზრუნველყოფს პროექტის პრომო მასალების განთავსებას.
კომპანია „სილქნეტის“ და მისი კორპორატიული კლიენტების სახელით „ბავშვთა ახალ კლინიკას“ (ყოფილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფო) ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა
სასტუმრო „რედისონში“ ლეიკემიით დაავადებული და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით ”დაუბრუნე სიცოცხლე“ გაიმართა.