დასაწყისი: 19 ივნისი 2012   -   ბოლო თარიღი: 03 ივლისი 2012
ტენდერი სადაზღვევო ბროკერებს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე

კომპანია სილქნეტი იწვევს სადაზღვევო ბროკერებს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურეობის მომწოდებელი კომპანიის შესარჩევად თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისთვის. 

სატენდერო შემოთავაზება უნდა იყოს ქართულენოვანი და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საბროკერო კომპანიის დასახელება;
ბ) გამოცდილება;
გ) კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
დ) ანაზღაურების ფორმა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით და მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:
  კომპანიის დასახელება;
  საკონტაქტო ინფორმაცია;
  ტენდერის დასახელება;
  მიმღები დეპარტამენტის დასახელება (სს სილქნეტის სატენდერო კომისია)
  მიუთითეთ „კონფიდენციალურია“;
  კონვერტის დალუქვის ადგილი უნდა იყოს თქვენი კომპანიის ბეჭდითა და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით
    დამოწმებული. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თბილისსა და რეგიონებში სს სილქნეტის თანამშრომლების რაოდება შეადგენს 3200–ზე მეტს (2000-ზე მეტი ოჯახის წევრი და ნათესავი). სადაზღვევო მოთხოვნები და სხვა კონკრეტული პირობები ჩამოყალიბდება გამარჯვებულ საბროკერო კომპანისთან.

დალუქული კონვერტი წარმოადგინეთ სს „სილქნეტის“ სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ.95
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 3 ივლისი

ტენდერთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებზე, დაგვიკავშირდით:.
სს „სილქნეტი“, საქართველო
95 მ. წინამძღვრიშვილის ქ. 0112 თბილისი
ტელ: +995 32 2100 000 (ext:1020.)
ელ–ფოსტა: nniauri@silknet.com


Copyright © 2010-2013 ყველა უფლება დაცულია. სს სილქნეტი
Follow us on
 
ჩემი ანგარიში
მომსახურების სახეები და ტარიფები
დაამატეთ ან შეცვალეთ მომსახურება
გადახდილი თანხები
გამოიწერეთ ელ-ფოსტით ყოველი თვის დეტალური ანგარიში
ნომერი
პაროლი
რეგისტრაცია