• Geocell

FAQ

შემიძლია თუ არა სერვის ცენტრში მიუსვლელად შევცვალო სატელეფონო მომსახურების პაკეტი?
სატელეფონო მომსახურების პაკეტის შეცვლა ავტომატურ რეჟიმშიც შესაძლებელია – თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, ავტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 3 შემდეგ 2 და მიყევით ინსტრუქციას.
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად საჭიროა თუ არა პირადობის მოწმობის წარდგენა?
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა აუცილებელია.
როგორ გავიგო ჩემს სატელეფონიო ნომერზე დარიცხული დავალიანება?
დარეკეთ უფასო ავტომატურ საინფორმაციო ნომერზე 2 100 103 და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სატელეფონო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.
შესაძლებელია თუ არა 0 კოდის შეზღუდვა?
0 კოდის შეზღუდვა შესაძლებელია, ამ შემთხვევაში სატელეფონო ნომრიდან ვერ განხორციელდება ფასიანი ზარები.
სად შეიძლება მივიღოთ ანგარიშფაქტურა?
იურიდიული პირის შემთხვევაში, ბეჭდიანი ანგარიშფაქტურის მიღება შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში, ხოლო ელექტრონული ვერსიის მიღება შესაძლებელია – ცხელი ხაზის 2 100 200–ზე დაფიქსირებული მოთხოვნით
იურიდიული პირის შემთხვევაში, რა პერიოდში უნდა დავფაროთ დავალიანება იმისთვის, რომ არ შემიწყდეს სატელეფონო მომსახურება ცალმხრივად?
იურიდიულ პირთათვის დავალიანების დაფარვა შესაძლებელია 25 რიცხვამდე. თანხის გადმორიცხვა სასურველია 3 სამუშაო დღით ადრე – საგადახდო დავალებაში აუცილებელია მითითებული იყოს სატელეფონო ნომერი, ან ანგარიშის ნომერი. ლოკალური საუბრის თანხა დაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლო დღეს.
როგორ მოვიქცე DSL ინტერნეტ მომსახურების გაუქმების შემთხვევაში?
მომსახურების გაუქმებისთვის პიროვნებამ, ვისზეც არის რეგისტრირებული DSL ინტერნეტი ან სატელეფონო მომსახურება, უნდა მიმართოს კომპანიის ნებისმიერ სერვის ცენტრს და დააბრუნოს ყველა ის მოწყობილობა, რაც მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე აბონენტის დროებით მფლობელობაშია.
როგორ მოვიქცე DSL ინტერნეტ მოდემის დაზიანების შემთხვევაში?
მოდემის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ დიდუბის სერვის ცენტრში არსებულ ტექნიკურ განყოფილებას, მისამართზე: თბილისი , თევდორე მღვდლის. №46 ისანი, შირაქის №40
როგორ შევუკვეთო SILK TV?

SILKTV–ს შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს სერვის ცენტრებში, ასევე შესაძლებელია შეუკვეთოთ ონლაინ რეჟმში საიტიდან: ლინკი ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 100 100.

რა ღირს Silk TV-ის პულტი და სად შეიძლება შევიძინო?

Silk TV-ის პულტის ფასი 15 ლარია. შეძენა შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში.

როგორ დავრეკოთ საზღვარგარეთ?
10 -16 - 00 (სილქნეტის აბონენტებისთვის მხოლოდ 00) – ქვეყნის კოდი+ ქალაქის კოდი/მობ. ოპერატორის ინდექსი + აბონენტის ნომერი
როგორ გავიგო საერთაშორისო ქვეყნების კოდები და ტარიფები?
აღნიშნული ტარიფები იხილეთ სილქნეტის ვებ-გვერდზე www.silknet.com, ან დარეკეთ უფასო საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2 100 100 ან ეწვიეთ სერვის ცენტრებს.
როგორ ხდება პულტის აპლიკაციის ტელევიზორთან დაკავშირება?
Silk TV პულტის აპლიკაცით სარგებლობისთვის აუცილებელია მოწყობილობის დაკავშირება ტელევიზორთან, აპლიკაციაში ერთჯერადი პინ კოდის შეყვანით. ერთჯერადი პინ კოდის მიღება შესაძლებელია Silk TV ტელევიზორის მენიუდან. განყოფილებაში „ჩემი Silk TV“ - ჩამონათვალში მოძებნეთ „პულტი“, რომლის ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოჩნდება პინ კოდის მიღების ფანჯარა. პინ კოდის შეყვანის შემდეგ ტელევიზორის ეკრანზე დაადასტურეთ აპლიკაციასთან დაკავშირება. აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტ კავშირი.
რა არის Silk phone OTT?
Silk Phone OTT არის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების სერვისი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველგან სადაც ინტერნეტია. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სილქნეტის ფიქსირებული ტელეფონის ტარიფებითა და პირობებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ინტერნეტ ქსელში ჩართვისას.
როგორი ნუმერაცია ექენება Silk phone OTT-ს მომხმარებელს?
Silk phone OTT-ს მომხმარებელს ენიჭება სილქნეტის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის გამოყოფილი ნუმერაცია. ერთ აბონენტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 3 (სამი) სატელეფონო ნომრის გააქტიურება.
როგორ შევცვალო პორტალზე ჩემი მონაცემები (მეილი, საკონტაქტო ნომერი)?
პორტალზე ავტრიზაციის გავლის შემდეგ, განყოფილებაში „პარამეტრები“ შესაძლებელია მეილის და პაროლის ცვლილება. მობილური ტელეფონის ცვლილება პორტალიდან არ არის შესაძლებელი. მობილური ტელეფონის შესაცვლელად შეგიძლიათ მიბრძანდეთ სერვის ცენტრში,ან დარეკოთ ქოლ ცენტრში და კოდური სიტყვის დახმარებით შეცვალოთ მობილურის ნომერი.
სად მოვიძიო პორტალზე კოდური სიტყვა?
პორტალზე კოდური სიტყვის ნახვა შესაძებელია, განყოფილებაში „მომსახურებები“ (თითოეული ანგარიშის ნომრის მიხედვით). გარდა ამისა კოდური სიტყვა მოცემულია აბონენტის სახელი და გვარის ქვემოთ.
როგორ ვისარგებლო Wi Fi მოწყობილობაზე?
Wi Fi მოწყობილობით სარგებლობის შემთხვევაში ‘’ტურბო ღილაკის’’ გააქტიურებისას შესაძლებელია ვერ ისარგებლოთ 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით, რადგან სიჩქარის გადაცემა დამოკიდებულია თქვენი Wi Fi მოწყობილობის გამტარუნარიანობაზე. ამ შემთხვევაში, 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია პირდაპირი ქსელური შეერთების შედეგად (კაბელის კომპიუტერზე მერთებით).
როგორ გადავიხადო?

ყოველთვიური მომსახურების გადახდა შესაძლებელია პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით - ჩვენი მომსახურების პორტალიდან და ვებ გვერდიდან, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.  ასევე ონლაინ სიატებიდან, თქვენი პირადი ანგარიშის ნომრის გასაგებად დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 2 100 100

როგორ ვისარგებლო Silk TV ოპტიმათი?

Silk TV-ის დასაინსტალირებლად აუცილებელია მოგეწოდებოდეთ მინიმუმ 3 მბ ინტერნეტ სიჩქარე. შეამოწმეთ სიჩქარე ლინკზე: speed.100100.ge დეკოდერის შესაძენად მიმართეთ სილქნეტის ნებისმიერ სერვის ცენტრს

როგორ ვისარგებლო ლეპტოპზე ტურბო ღილაკით?
ლეპტოპით სარგებლობის შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მოწყობილობას არ გააჩნია 100 მბ/წმ სიჩქარის მისაღებად/გასატარებლად საჭირო ტექნიკური მაჩვენებლები/პარამეტრებიბი ‘’ტურბო ღილაკის’’ გააქტიურებისას შესაძლებელია ვერ ისარგებლოთ 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით;
ვისთვის არის შესაძლებელი ღამის ექსპრესით სარგებლობა?
ოპტიკური ინტერნეტით მოსარგებლე ყველა აბონენტისთვის, გარდა პაკეტისა Formula 1
რა არის სერვისი “ინტერნეტ მშობელი”?

ციფრულ სამყაროში უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად ზოგჯერ საფრთხეებსაც ვაწყდებით. ინოვაციური აპლიკაცია - ინტერნეტ მშობელი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ინტერნეტში არსებული საფრთხისგან. აპლიკაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

 

● გააკონტროლო ინტერნეტ მოხმარება

● დაბლოკო არასასურველი ვებგვერდები,აპლიკაციები.

● გამოიყენო დროის შეზღუდვის ფუნქცია და რეალურ დროში მიიღო ინფორმაცია შენი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.

● აპლიკაციის ჭკვიანი სისტემა ახორციელებს Facebook მესენჯერისა და Whatsapp-ის ანალიზს შენი შვილის კიბერბულინგისგან დასაცავად.

● გეცოდინება თუ რას ეძებს მთავარ საძიებო სისტემებში და აპლიკაცია ავტომატურად შეგატყობინებს მიუღებელი ან საფრთხის შემცველი მესიჯების შესახებ

არის თუ არა განსხვავებული ტარიფები ქალაქების მიხედვით?

გთხოვთ, იხილოთ ჩამონათვალი: ალბანეთი (ტირანა) 0.90 ავსტრია (სპეც. ნომრები) 0.90 აზერბაიჯანი (სპეც. ნომრები) 1.91 ბელარუსი (სპეც. ნომრები) 5.00 ბოლივია (რეგიონალური ნომრები) 0.90 ჩილე (აღმოსავლეთ კუნძული) 5.00 ჩილე (რეგიონალური ნომრები) 5.00 კვიპროსი (სპეც. ნომრები) 1.91 ესტონეთი (სპეც. ნომრები) 1.91 საფრანგეთი (სპეც. ნომრები) 1.20 გერმანია (საჯარო სამსახური) 1.20 უნგრეთი (სპეც. ნომრები) 1.20 კოტ-დ’ივუარი (სპეც. ნომრები 1) 5.00 კოტ-დ’ივუარი (სპეც. ნომრები 2) 5.00 ყაზახეთი (სპეც. ნომრები) 5.00 ყირგიზეთი (სპეც. ნომრები) 1.91 ლიტუევა (სპეც. ნომრები) 5.00 მოლდოვა (სპეც. ნომრები) 1.91 ნიდერლანდების ანტილის კუნძულები (სპეც. ნომრები) 5.00 პერუ (რეგიონალური ნომრები) 1.91 პოლონეთი (სპეც. ნომრები) 1.91 რუმინეთი (სპეც. ნომერი) 1.20 რუსეთი მობილური MVNO 1.20 რუსეთი მოსკოვი 0.70 რუსეთი სან პიტერსბურგი 0.70 ესპანეთი (სპეც. ნომერი 1) 0.90 ესპანეთი (სპეც. ნომერი 2) 0.60 შვეიცარია (მობილური და სპეც. ნომრები) 1.91 თურქეთი (სპეც. ნომრები) 0.90 გაერთიანებული სამეფო (ბრიტანეთი) (პირადი) 1.20 ვენესუელა (სპეც. ნომრები) 1.91

რა არის 4G LTE? რა უპირატესობა აქვს 4G LTE-ს?
4G LTE მობილური კავშირგაბმულობის სფეროში ტექნოლოგიური განვითარების მე-4 თაობაა, რომელიც წინამორბედ ქსელებთან (2G-2.5G GPRS, EDGE ; 3G-3.5G HSPA, HSPA+), შედარებით მობილური ინტერნეტის გაცილებით მაღალ სიჩქარეს და ხარისხს უზრუნველყოფს. 4G LTE ინტერნეტი ამარტივებს და უფრო სწრაფს ხდის ნებისმიერ ინტენეტ-ოპერაციას: ბრაუზინგი, სტრიმინგი, ფაილების/მუსიკის/ვიდეობის/ფოტოების ატვირთვა და ჩამოტვირთვა, დიდი მოცულობის ფაილების გაგზავნა ელ-ფოსტის საშუალებით
რა ღირს 4G LTE ინტერნეტი?

ჯეოსელში ინტერნეტის ტარიფები არ განსხვავდება მოხმარებული ინტერნეტის ტიპის მიხედვით. ყველა არსებული ტარიფი ძალაშია მეოთხე თაობის ინტერნეტით სარგებლობისას. თუ გსურთ ისარგებლოთ დაბალი ტარიფებით, გააქტიურეთ მობილური ინტერნეტის პაკეტები: *135#

საჭიროა თუ არა სიმ ბარათის გამოცვლა 4G LTE-ით სარგებლობისთვის?

ჯეოსელში აბონენტთა დიდი უმრავლესობა უკვე სარგებლობს USIM სიმ ბარათით, რომელიც 4G LTE-ით სარგებლობას უზრუნველყოფს. სიმ ბარათის 4G LTE-თან თავსებადობის შესამოწმებლად ან სიმ ბარათის გამოსაცვლელად ეწვით ჩვენს ოფისს

როგორ მივხვდები, რომ ვიმყოფები 4G LTE დაფარვის ზონაში?
როგორც კი თქვენ მოხვდებით 4G LTE დაფარვის ზონაში, ტელეფონის ეკრანის ზედა კუთხეში ქსელის დაჭერის მაჩვენებელთან გაჩნდება 4G, 4G LTE ან LTE.
სად შემიძლია ვისარგებლო 4G LTE?
4G LTE ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გუდაურში, ბაკურიანში, ზუგდიდსა და ყაზბეგში.
4G LTE-ზე როგორ შევამოწმო დარჩენილი მეგაბაიტები?
1. აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ 100100.ge საიტზე გადასვლით (იმ სერვერიდან, რომელზეც გაინტერესებთ ანგარიში) 2.ბალანსის შესახებ ინფორმაციისათვის აბონენტმა უნდა გააგზავნოს კომბინაცია bal ნომერზე 91800 3. დარეკეთ ნომერზე 2 100 100, კოდური სიტყვის დასახელებით დისტანციურად მიიღეთ ინფორმაცია
როგორ ხდება პაკეტის აქტივაცია?
პაკეტის აქტივაციისათვის უნდა გააგზავნოთ შესაბამისი კომბინაცია ნომერზე 91800: Bronze პაკეტის აქტივაციისთვის - fixpacb; Silver პაკეტის აქტივაციისთის - fixpac1; Platinum პაკეტის აქტივაციისთვის - fixpac2; დამატებითი პაკეტის აქტივაციისთვის - addpac1; პაკეტის აქტივაციისთის შეგიძლიათ მიხვიდეთ სერვის ცენტრში,ან დარეკოთ ქოლ ცენტრში და კოდური სიტყვის დახმარებით გაიაქტიუროთ პაკეტი.
როგორ შემიძლია 4G LTE ჩართვა?
4G LTE ავტომატურად გააქტიურდება ყველა ჯეოსელის 4G LTE მხარდაჭერის მქონე ტელეფონისთვის. 4G ჩართვა საჭიროა თქვენი ტელეფონის მენიუდანაც. ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები ტელეფონის მოდელების მიხედვით: Apple iPhone: Settings> Cellular>Voice & Data> LTE iPad: Settings>Cellular Data>Enable LTE>Toggle LTE On Apple-ის შემთხვევაში, ასევე აუცილებელია APN-ის მითითება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად Settings> Cellular>cellular data network>LTE set-up>APN და მიუთითეთ internet Samsung Galaxy S4: Settings> More networks (More settings)>Mobile networks>Network mode>Change to LTE Nokia Lumia 820: Settings>Mobile network>Highest connection speed>Change to LTE HTC HTC One: Settings>Mobile data>Network mode>Change to LTE HTC One SV: Settings>Mobile network>Network mode>Change to LTE HTC Windows Phone 8X: Settings>Mobile network>Highest connection speed>LTE Sony Xperia Z: Settings>Wireless & Networks “More…” >Mobile networks>Network Mode>Change to LTE
რა არის 4G LTE მოსალოდნელი სიჩქარე?
მობილური ინტერნეტის საშუალო პრაქტიკული სიჩქარე 4G დაფარვის ზონაში შეადგენს დაახლოებით 20-30მბ/წმ, ხოლო პრაქტიკული მაქსიმუმი კი - 80-100 მბ/წმ. სიჩქარე დამოკიდებულია კონკრეტული ტერმინალის შესაძლებლობებზე, მოცემული მომენტისთვის კონკრეტულ ადგილზე არსებულ ქსელის დაფარვაზე, დატვირთვასა და მომხმარებლების რაოდენობაზე.
რა განსხვავებაა 3G და 4G LTE შორის?
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - სიჩქარე! ჯეოსელის 4G LTE ინტერნეტი 10-ჯერ უფრო სწრაფია არსებულ 3G ქსელთან შედარებით. ამ ეტაპზე 4G LTE ქსელი განკუთვნილია უშუალოდ ინტერნეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ახორციელებთ ან იღებთ ზარს, თქვენ ავტომატურად გადახვალთ 3G ან 2G ქსელზე. მომავალში ჯეოსელი გეგმავს ტექნიკურ მოდერნიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ხმოვანი ზარის 4G LTE ქსელის საშულებით განხორციელებას. სმარტფონის ეკრანზე გამოჩნდება G/GPRS; E/ EDGE, 3G; 3,5G/H ან H+ წარწერა. ზარის დასრულების შემდეგ, თქვენი ტელეფონი ავტომატურად დაუკავშირდება 4G LTE ქსელს.
რა განსხვავებაა 4G LTE და LTE – ის შორის?
4G (4th Generation - მეოთხე თაობა) ხშირად გამოიყენება, როგორც LTE – ის სინონიმი, რომელიც იშიფრება, როგორც „Long Term Evolution“. ტელეფონების მწარმოებელი ბრენდები ორივე მათგანს იყენებენ. მაგალითად, iPhone-ის მენიუში და ეკრანზე ჩნდება LTE, ხოლო ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონებში შესაძლებელია შეგხვდეთ ორივე 4G ან LTE.
შევძლებ თუ არა გადასვლას 4G LTE ქსელიდან 3G-ზე და პირიქით?
დიახ. თქვენი 4G LTE ტელეფონი ავტომატურად გადავა 4G LTE ქსელიდან 3 G-ის დაფარვის ზონაში მოხვედრისას.
იქნება თუ არა ჩემი ტელეფონი მუდმივად 4G LTE-ზე?
თქვენ შენიშნავთ, რომ მოძრაობისას ტელეფონი გადადის 4G LTE-დან 3G-ზე და პირიქით. ეს ხდება იმიტომ, რომ ტელეფონი ავტომატურად ირჩევს ყველაზე ძლიერ სიგნალს იმ ტერიტორიაზე.
შემიძლია თუ არა ზარის მიღება/განხორციელება ან SMS-ის გაგზავნა/მიღება როდესაც ვსარგებლობ 4G ინტერნეტით?
დიახ, თქვენ შეძლებთ უპასუხოთ/განახორციელოთ ზარი და მიიღოთ/გააგზავნოთ SMS 4G LTE ინტერნეტით სარგებლობისას. ზარის მიღების ან განხორციელების დროს ინტერნეტ სესია არ შეწყდება.
შევძლებ თუ არა გამოვიყენო 4G LTE სერვისები როუმინგის დროს?
ამ ეტაპზე 4G LTE სერვისები არ იქნება ხელმისაწვდომი როუმინგში ყოფნისას. თუ ტელეფონში მონიშნული გაქვს „LTE only“, საჭიროა რომ შეცვალოთ ეს პუნქტი.
რა არის გიგაბიტ LTE?
გიგაბიტ ელტეი არის უსწრაფესი ინტერნეტი, რომელიც სილქნეტმა პირველმა დანერგა მობილურ ქსელში. ეს ტექნოლოგია ერთადერთია საქართველოში და მთელს რეგიონში და წარმოადგენს მობილური კავშირის შემდეგი, მე-5 თაობისკენ (ე.წ. “5G”) გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, შეიძლება ითქვას, 5G-ს წინამორბედს. უფრო დეტალურად ამ ტექნოლოგიის შესახებ: გიგაბიტ LTE არის LTE ტექნოლოგიის განვითარების შემოდგომი საფეხური, რომელიც საბაზო სადგურების მიერ რამოდენიმე (2-ზე მეტი) LTE სიხშირის წარმოებით, ხოლო ტელეფონების მიერ მიღებული სიხშირეების გაერთიანებით გვაძლევს ბევრად მაღალ ინტერნეტ სიჩქარეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვით სილქნეტი შეუერთდა მსოფლიოს იმ 30-მდე წამყვან ოპერატორებს, რომელთაც უკანასკნელ დროს ასევე განახორციელეს აღნიშნული ტექნოლოგიური წინსვლა.
რა განსხვავებაა 4G და გიგაბიტ LTE-ს შორის?
გიგაბიტ ელტეი შვიდჯერ უფრო სწრაფია მეოთხე თაობის ინტერნეტზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით 4K ხარისხის სრულ ფილმს მხოლოდ 2 წუთში გადმოიწერთ,FHD ხარისხის ფილმს - რამდენიმე წამში, ხოლო მაღალი გარჩევადობის მქონე მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს კი - პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში. თანაც ეს ყველაფერი მოხდება ყოველგვარი დაყოვნების ან ე.წ. ბუფერინგის გარეშე. გიგაბიტ LTE -ს ჩვეულებრივ 4G შედარებით აქვს 7-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარე და 3-ჯერ მეტი ტევადობა , ამის შედეგად უფრო მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ამ ტექნოლოგიის გამოყენება მოგცემთ საშუალებას online რეჟიმში უყუროთ UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს , ასევე მაღალი გარჩევითობით და წყვეტების გარეშე ითამაშოთ უახლესი Online თამაშები , ასევე ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოთ დიდი მოცულების ფაილები (4K ხარისხის ფილმები, თამაშები)
შემიძლია თუ არა ზარის მიღება/განხორციელება ან SMS-ის გაგზავნა/მიღება როდესაც ვსარგებლობ გიგაბიტ LTE ინტერნეტით?
ზარის მიღება /განხორციელებას, SMS გაგზავნა/მიღებას შეძლებთ ყოველგვარი შეფერხების გარეშე
რა არის გიგაბიტ LTE-ს მოსალოდნელი სიჩქარე?
როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ამ ტექნოლოგიის მეშვეობით აბონენტს შეუძლია, მიიღოს 1 გიგაბიტ/წამამდე მობილური ინტერნეტის სიჩქარე, რაც დღესდღეობით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის საშუალებით მიწოდებულ სიჩქარეებსაც კი აღემატება. თუმცა, კონკრეტული აბონენტის მიერ მიღებული სიჩქარე ასევე დამოკიდებულია, დაფარვის ხარიხხზე და კონკრეტულ საბაზო სადგურზე, რამდენი ერთდროული აბონენტი სარგებლობს ინტერნეტით.
სად შემიძლია ვისარგებლო გიგაბიტ LTE ქსელით?

სილქნეტმა ამ უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა თავდაპირველად დაიწყო თბილისში, ამჟამად კი უკვე საქართველოს უმეტეს რეგიონში მყოფ აბონენტებსაც ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ გიგაბიტ ელტეი მობილური ინტერნეტის უპრეცენდენტოდ მაღალი სიჩქარით.

როგორ შემიძლია გიგაბიტ LTE-ს ჩართვა ?
გიგაბიტ LTE-ს ჩასართავად არანაირი დამტებითი ქმედება არ არის საჭირო. მის გასააქტიურებლად საკმარისია სმარტფონის მენიუდან გაააქტიუროთ შესაბამისი ველი . ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის მაქსიმალური სისწრაფის განავითარება შეუძლიათ შედარებით მაღალი LTE კატეგორიის (Cat-16 და უფრო მაღალი) სმარტფონებს. დღეისათვის ბაზარზე უკვე არსებობს რამოდენიმე ათეული ასეთი ფლაგმანი მოდელი, რომელთაც მსოფლიო მწარმოებლები სთავაზობენ მომხმარებლებს, მაგალითად: Samsung Galaxy S9/10, Apple Iphone XS/XS Max/XR, Sony Xperia XZ3, OnePlus 6, Xiaomi 8/9, LG G7 ThinQ, LG V30S ThinQ, LG V35 ThinQ, და მრავალი სხვა. თუმცა, გიგაბიტ ელტეის მეტ სისწრაფეს, ვიდრე ჩვეულებრივი 4G-ს, ყველა სხვა თაობის სმარტფონის მქონე აბონენტიც შეიგრძნებს.
ეკრანზე რა სიმბოლო ეწერება როცა ვიყენებ გიგაბიტ LTE-ს?
ტელეფონის ეკრანზე სპეციალური სიმბოლო, რომელიც მიანიშნებს გიგაბიტ LTE-ს გამოყენებას არ არის, თუმცა თუ ტელეფონიების ეკრანზე გამოჩნდება სიმბოლო 4G+ ,ან LTE+ (L+),(სხვადასხვა მწარმოებელს განსხვავებული ინდიკაცია აქვს) ეს მიანიშნებს, რომ თქვენ იყენებთ ჩვეულებრივ LTE -ზე უფრო მაღალი ტექნოლოგიის ინტერნეტს , მაგალითად , 4.5G ან გიგაბიტ LTE
როგორ დავრეგისტრირდე ინტერნეტ მშობელზე?

1. შექმენით ექაუნთი mysilknet.com -ზე
2. ექაუნთის შექმნის/არსებობის შემდეგ, გაიქტიურეთ მომსახურება პორტალიდან
3. გადმოწერეთ აპლიკაცია/ გაიარეთ რეგისტრაცია: IOS და Android: https://bit.ly/32sm79J  
ვებ პორტალი: silkmshobeli.ge
* აპლიკაციით სარგებლობისთვის უნდა იყოთ სილქნეტის ოპტიკური ქსელის მომხმარებელი

შემიძლია თუ არა გამოვიყენო ინტერნეტ მშობელი თუ სილქნეტის მხოლოდ მობილურის აბონენტი ვარ?

არა, რეგისტრაციისათვის აუცილებელია იყოთ ოპტიკური ქსელის აბონენტი და გქონდეთ mysilknet ექაუნთი.

გადმოვწერე აპლიკაცია და ვერ ვრეგისტრირდები, რა შეიძლება იყოს პრობლემა?

1. შეცდომით შეგყავთ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ.
2. არ გაქვთ mysilknet.com -ზე ექაუნთი და არ შეგიქმნიათ პარამეტრები ინტერნეტ მშობლის აპლიკაციისთის.
3. არ გაქვთ სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტი.
4. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო და დაგიკავშირდებით. Contact@silknet.com

როდის მთავრდება რეგისტრაციის პროცესი?

როდესაც mysilknet.com-ზე, ინტერნეტ მშობლის გვერდზე, დააყანებთ პარამეტრებს. რის მერეც მიიღებთ SMS-ს ად/ან mysilknet.com-ზე გამოჩნდება შეტყობინება რომ შექმნილია ინტერნეტ მშობლის ეაქუთნთი და User name-ს და პაროლის გამოყენება შეგიძლიათ აპლიკაციაში.

როგორ უნდა დავაყენო აპლიკაცია ბავშვის ტელეფონზე?

ბავშვის ტელეფონზე შესაძლებელია ბმულის გადაგზავნა სმს- ით, მესენჯერით, viber ით, დაკოპირებით და სხვა მეთოდებით. ასევე, შესაძლბელია პირდაპირ Store დან ჩამოიტვირთოს აპლიკაცია ბავშვის ტელეფონზე და შეიყვანოს მშობლის user და პაროლი

როგორ მოვიქცე, თუ ვერ აღვადგინე my silknet-ზე account-ი?

შეამოწმეთ Spam საქაღალდე, თუ პაროლის აღდგენის ლინკი აქაც არ მოგივათ, მოგვწერეთ contact@silknet.com-ზე.

დავრეგისტრირდი my silknet-ზე და შემდეგ გადმოვწერე აპლიკაცია, აპლიკაციაში რა მონაცემები უნდა შევიყვანო, თუ ვებზე უკვე დარეგისტრირებული ვარ?

ინტერნეტ მშობლის აპლიკაციაში უნდა შევიყვანოთ mysilknet.com დან დაყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თუ მობილურის ბალანსი ამომეწურა ან მე ან ჩემს შვილს მაინც შეგვიძლია თუ არა გამოყენება?
დიახ, მობილური ინტერენტის გახარჯვის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია.
შემიძლია თუ არა ლეპტოპზე ან სხვა დივაისზე კონკრეტული პროფილის დაბლოკვა
დიახ, შესაძლებელია.
რა მოწყობილობით შემიძლია ვაკონტროლო ჩემი შვილის გაჯეთი?

1. კომპიუტერიდან
2. მობილური ტელეფონიდან

რამდენი გაჯეთი შემიძლია ვაკონტროლო? რა არის მაქსიმალური რაოდენობა და მოწყობილობის ტიპი?
Basic პაკეტით შესაძლებელია 5 მოწყობილობის მართვა(მობილური და Desktop) , ხოლო Premium პაკეტით შესაძლებელია 10 მოწყობილობის მართვა
სად მოგწეროთ აპლიკაციის პრობლემის შემთხვევაში?
როგორ დავუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრს?

ჯეოსელის ქსელში ჩართული მობილური ნომრებიდან, ასევე სილქნეტის  ყველა სატელეფონო მომსახურების აბონენტისთვის საინფორმაციო ცენტრში დარეკვა უფასოა!

 

  • საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი - 032 2 100 100
  • საინფორმაციო ცენტრი იურიდიული პირებისთვის  (ფიქსირებული)-  032 2 100 200 ან 032 2100400
  • საინფორმაციო ცენტრი მობილური აბონენტებისთვის- 032 2 770 177 / 110 110
    *7777/ 928 (*დარეკვა შესაძლებელია მხოლოდ ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრიდან)
  • კომპანიის სათაო ოფისის, მიმღების ნომერი, შიდა ნომრებზე გადართვისთვის - 032 2 100 000
  • სხვა ქსელებიდან აღნიშნულ ნომრებზე დარეკვა ფასიანია. ტარიფი უნდა გაირკვეს შესაბამის ოპერატორთან.
როგორ ჩავრთოთ სილქფესტის აქცია?

ამ კონკრეტული სილქფესტის აქტივაცია შესაძლებელია კოდით *202# (თითოეული პაკეტს აქტივაციის საკუთარი კოდი გააჩნია)

როგორ შევამოწმოთ სილქფესტის ვადა, ბონუსები?

ბონუსების შემოწმება ხდება კომბინაციით*202*1#, აგრეთვე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის შემთხვევაში კომბინაციით *019*1#.

სად, რა მიმართულებით იხარჯება სილქფესტის ბონუს წუთები?

ბონუს წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

დაჯამდება თუ არა სილქფესტის ბონუსები სხვა ბონუსებთან?

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. ასევე არ ჯამდება სხვა პაკეტების ბონუსებთან. 

რა ტარიფი მოქმედებს სილქფესტის ინტერნეტ ბონუსის ამოწურვის შემდეგ?

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ერიცხება 1მბ -ზე  15 თეთრი;

რამდენი ხანი აქვს ვადა სილქფესტის აქციებს?

სილქფესტით შეთავაზებული პირობა 30 დღით აქტიურდება;

როდის შეიძლება ჩავრთოთ სილქფესტი?

მხოლოდ აქციის დღეს

სილქფესტის შეთავაზება ერთჯერადია თუ გაგრძელებადი?

სილქფესტის აქციები არის ერთჯერადი;

როგორ გავიგო როდისაა სილქფესტის აქცია?

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება აქციის შესახებ ინფორმაცია.  

როგორ გავიგო მაქვს თუ არა რაიმე სპეციალური შეთავაზება ნომერზე?

თქვენი სპეციალური შეთავაზებების, ასევე მათი ვადის შესამოწმებლად, აკრიფეთ კოდი *207#

როგორ გავიაქტიურო შეთავაზება?

პაკეტი „მეტის„ სპეციალური შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ კომბინაციით *207#.  აირჩიეთ შეთავაზება სპეციალური ტარიფით და მიჰყევით ინსტრუქციას!

როგორ შევამოწმოთ ვადა, ბონუსები?

პაკეტის ვადისა და ბონუსების შესამოწმებლად აკრიფეთ *207*1#.

სად, რა მიმართულებით იხარჯება ბონუსები?

პაკეტის სასაუბრო ბონუსი ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე. გამონაკლისია გლობალსელის და ასანეტის მიმართულებები, ასევე სპეციალური დანიშნულების/მოკლე ნომრები.
 

პაკეტის სმს-ები იგზავნება ადგილობრივი მიმართულებით ყველგან, სადაც გზავნილის ფასი სტანდარტულია; სმს ბონუსი არ გავრცელდება ზოგიერთ სპეციალურ/მოკლე ნომერზე, ასევე  საზღვარგარეთ გაგზავნის შემთხვევაში.

გამონაკლისია კორპორაციული ნომრები, რომლებიც ბონუსს მხოლოდ იმ საერთაშორისო მიმართულებით გამოიყენებენ, სადაც გზავნილის ფასი 6 თეთრია.  

რა ტარიფი მოქმედებს ინტერნეტზე ბონუსის ამოწურვის შემდეგ?

მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, თუ “მეტი S+”პაკეტის მოქმედების ვადა არაა გასული, ინტერნეტზე ისარგებლებთ ტარიფით - 1 MB - 15 თეთრი.

„მეტი უსასრულო“ ან „მეტი უსასრულო +“ პაკეტების შემთხვევაში კი  იმოქმედებს ტარიფი- 1 MB - 1 თეთრი.

რამდენი ხანი აქვს ვადა შეთავაზებას და უკვე გააქტიურებულ პაკეტს?

პაკეტი „მეტის“ მოქმედების ვადაა 30 დღე. თქვენი სპეციალური შეთავაზებების, ასევე მათი ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ კოდი *207#

პაკეტი ერთჯერადია თუ გაგრძელებადი?

პაკეტების “მეტის“ აქტივაცია შესაძლებელია, როგორც ერთჯერადი, ასევე განახლებადი პირობით. აქტივაციისას, კოდით - *207# შეგიძლიათ შეარჩიოთ პაკეტის ტიპი.

რამდენჯერ შემიძლია გავიაქტიურო პაკეტი?

პაკეტის აქტივაცია შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით.

რამდენჯერ შემიძლია გავიაქტიურო პაკეტი?

პაკეტის აქტივაცია შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით.

როგორ გავიგო მაქვს თუ არა რაიმე სპეციალური შეთავაზება ნომერზე?

თქვენი სპეციალური შეთავაზებების, ასევე მათი ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ კოდი *207#

როგორ გავიაქტიურო შეთავაზება?

სპეციალური ინტერნეტ შეთავაზებით სარგებლობისთვის, აკრიფეთ *207# და მიჰყევით ინსტრუქციას. 

როგორ შევამოწმოთ ვადა, ბონუსები?

პაკეტის ვადისა და ბონუსების შესამოწმებლად აკრიფეთ *207*1#

დაჯამდება თუ არა სხვა ბონუსებთან?

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. ასევე არ ჯამდება სხვა პაკეტების ინტერნეტ ბონუსებთან.

რა ტარიფი მოქმედებს ინტერნეტზე ბონუსის ამოწურვის შემდეგ?

პაკეტში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტზე ისარგებლებთ ტარიფით - 1 MB - 10 თეთრი.

რამდენი ხანი აქვს ვადა შეთავაზებას და უკვე გააქტიურებულ პაკეტს?

თქვენი სპეციალური შეთავაზებების, ასევე მათი ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ კოდი *207#

ხოლო შეძენილი ინტერნეტ პაკეტის მოქმედების ვადაა 30 დღე.

პაკეტი ერთჯერადია თუ გაგრძელებადი?

*207#-ის ინტერნეტ პაკეტები არის ერთჯერადი.

რამდენჯერ შემიძლია გავიაქტიურო პაკეტი?

პაკეტის აქტივაცია შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით.