ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურების შესასყიდად

საწყისი თარიღი: 14 ივლისი, 2020 - ბოლო თარიღი: 12 აგვისტო, 2020

 

სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში  მონაწილეობის  მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან  ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.
კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში. 
ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3922 ადამიანი. აქედან 2835 არის თანამშრომელი, 1087 ოჯახის წევრი. 
 
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ  შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:
 
ა) სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
ბ) გამოცდილება;
გ) კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
დ) ფასი 

ტენდერის # : 10/20
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება :  2020  წლის 12 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში : 10 საათიდან 18 საათამდე
 
 
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
 
1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
 
 
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
 
მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
 
 
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
 
1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
5. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
 
 
რეკვიზიტები
 
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გვანცა მამალაძე, თამარ თევდორაძე
ტელეფონი:  +995 577 555 236; +995 599 158 191   
E-mail: tenders@silknet.com; gmamaladze@silknet.com; ttevdoradze@silknet.com; 
 
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
 
მოთხოვნა
 
წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 
 
სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ  მოიძიოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე: ტენდერები