„რა არის ახალი?“

27 ივლისი, 2020

„რა არის ახალი?“ - ამ გზავნილით სილქნეტმა ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო

 

 

სილქნეტმა ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო. აღნიშნული პლატფორმა თავს  მოუყრის  კომპანიის მიერ დანერგილ ყველა ახალ პროდუქტს, მომსახურებას, თუ შეთავაზებას და გააერთიანებს ახალი გზავნილით - „რა არის ახალი“.

 

ეს კამპანია ეხმიანება მომხმარებლის საჭიროებას, რომელიც მუდმივად დაეძებს სიახლეს, სურს მოირგის ინოვაციები და ნახოს, სად გადის ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზღვარი.

 

პირველი, რაც ამ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოექცა, არის ტექნოლოგიური სიახლე -  სილქნეტის მიერ დედაქალაქში დანერგილი უსწრაფესი მობილური ინტერნეტი, გიგაბიტ LTE, რომლის სიჩქარე 7-ჯერ აღემატება საქართველოში აქამდე არსებულ ყველაზე ჩქარ ინტერნეტს.

 

იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მარტივად და გასაგებად იყოს მიწოდებული ეს სიახლე, ახალი სარეკლამო პლატფორმა გზავნილით „რა არის ახალი“ კრეატიულად წარმოადგენს გიგაბიტ  LTE-ის შესაძლებლობებს სხვადასხვა მარტივად აღსაქმელი და სახალისო შედარებებით. მაგალთად: „გიგაბით ელტეის სიჩქარე ყველგან რომ ვრცელდებოდეს, მთელი დღის სამუშაოს 1 საათსა და 15 წუთში მორჩები“, ან „მატარებელი თბილისიდან ბათუმში 43 წუთში ჩავა“, „მობილური ტელეფონი 7 წუთში დაიტენება“.

 

სილქნეტის ყველა სიხალე მომხმარებელთან მარტივი და ინოვაციებზე ორიენტირებული გზავნილით მივა. „რა არის ახალი“ კითხვის ფორმით დასმული ეს გზავნილი გულისხმობს იმას, რომ პასუხად სულ იქნება სიახლეები, რაც განაწყობს მომხმარებელს მეტი სიახლეებისადმი. სწორედ  ეს არის ამ კამპანიის იდეა, რომ მომხმარებელი მუდმივად ელოდებოდეს კომპანიისგან სიხალეებს და იგრძნოს, როგორ გახდის ინოვაცია მის ცხოვრებას კომფორტულს.

 

კომპანიის ბოლოდროინდელი აქტვობები განსაკუთრებით გამოირჩევა დინამიური ახალი შეთავაზებებით, აქციებითა და პროდუქტებით, რაც პანდემიის პირობებში ამარტივებს ადამიანების დისტანცირებულ ყოფას. 

 

ახალ პლატფორმაზე და გიგაბიტ LTE-ის სარეკლამო კამპანიაზე სარეკლამო Metro-მ იმუშავა.