სილქნეტის ოპტიკური ქსელი უკვე ახალქალქშია

5 აგვისტო, 2020

სილქნეტმა ახალქალაქში ოპტიკური ქსელი დანერგა. დღეიდან ახალქალაქის მცხოვრებთ სილქნეტის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და მრავალარხიანი სატელევიზიო სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.

მსურველს შეუძლია ჩაირთოს ორმაგი შეთავაზების პაკეტი (ინტერნეტი, ტელევიზია) – თვეში 32 ლარიდან.

პაკეტი მოიცავს:

  • ინტერნეტი: „სტარტ+“ 20მბ/წმ; 
  • ტელევიზია: პაკეტი კომფორტი/201 არხი;  
  • დამატებითი სერვისი: Youtube 
  • ასევე, პაკეტის ფარგლებში მომხმარებელი ისარგებლებს  Silk Go აპლიკაციის "პრემიუმ ჯორჯიას" პაკეტით.


აქციის ფარგლებში ინსტალაცია უფასოა.


მობილური სერვისის დამატების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება პაკეტი Silk+ (ინტერნეტი, ტელევიზია, მობილური) მომსახურება, სადაც გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფასდაკლება თითოეულ კომპონენტზე.

ოპტიკურ ქსელში ჩართვა შესაძლებელია კომპანიის მომსახურების ოფისში მისვლით, ცხელ ხაზზე დარეკვით (032 2 100 100) ან სილქნეტის ვებ-გვერდზე (www.silknet.com) განაცხადის რეგისტრაციით.

სილქნეტის ოპტიკური ქსელით დაფარულია შემდეგი ქალაქები და დასახლებული პუნქტები: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ნინოწმინდა, დუშეთი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე, კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე.