სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით დაიკეტება

14 სექტემბერი, 2020

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,15 სექტემბრიდან, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისცენტრის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით დაიხურება მომსახურების ოფისები თბილისსა და რეგიონებში.

 

პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი. 

 

დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით ისარგებლოს, რათა ოფისში მისვლის აუცილებლობა მოიხსნას.

 

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს სილქნეტის ქოლ ცენტრი 2 100 100; ონლაინ დახმარება და ფეისბუქის მესინჯერი;

 


მობილური ქსელისთვის:

 

  • სიმ ბარათის გაყიდვა - საქართველოს ფოსტის 81 სერვის ცენტრიდან არის შესაძლებელი;
  • სიმ ბარათის შეცვლა და პორტირება - ონლაინ შეკვეთა საიტზე http://salerequest.silknet.com/ მოქმედებს მიტანის სერვისი
  • ცნობის გაცემა - შესაძლებელია დისტანციურად 

 

ფიქსირებული ქსელისთვის:

 

  • ტელეფონის დადგმა/აღდგენა, მისამართის ცვლილება, ჩართული სერვისის გაუქმება - დისტანციურად იქნება შესაძლებელი;
  • სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს მიეცემა საშუალება მოწყობილობები ჩააბაროს ოფისების გახსნის შემდეგ;
  • დავალიანების გადანაწილება და ცნობის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად შესრულდეს;
  • პულტის შეძენა მიტანის სერვისით მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი;

 

აპლიკაციით mysilknet (მობილური ქსელი) და პორტალით mysilknet.com (ფიქსირებული ქსელი) შესაძლებელია სერვისის მართვა - ბალანსის ნახვა, პაკეტის ცვლილება, ანგარიშსწორება დასხვა.

 

 

სილქნეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!