„საშინაო სკოლა“ "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020"-ის გამარჯვებული გახდა!

7 ნოემბერი, 2020

გვინდა, გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი - სილქნეტის „საშინაო სკოლა“ "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020"-ის გამარჯვებული გახდა!

 

Global Compact Network Georgia გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020  ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’ ჩვენ გამარჯვება „ხარისხიანი განათლების“ კატეგორიაში მოვიპოვეთ.

 

„საშინაო სკოლა“, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით, განათლების საყოველთაო წვდომას გულისხმობს. იგი ეხმარება სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ცოდნის გაღრმავებაში დისტანციური გზით. განსაკუთრებული დატვირთვა „საშინაო სკოლამ“ პანდემიის დროს შეიძინა. ამიტომ ჩვენ ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ დაგავაუქმეთ რეგისტრაციის აუცილებლობა.