სილქნეტის მობილურ ქსელში პორტირებულ აბონენტებს სპეციალური პირობები გაუაქტიურდებათ

2 ივნისი, 2021

ერთი წლის მანძილზე,  ყოველთვიურად, 2GB ინტერნეტ პაკეტი საჩუქრად გაუაქტიურდებათ იმ აბონენტებს, ვინც  სილქნეტის მობილურ ქსელში დაპორტირდება.

აქციით სარგებლობა ფიზიკურ პირებს შეეძლებათ.

პაკეტში შემავალი მოცულობის ამოწურვის შემდეგ, ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს - 1 MB - 15 თეთრი.

სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა!


მომხმარებლებს მოემსახურებიან სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით.

ასევე, პორტირება შესაძლებელია ონლაინ. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, სიმ ბარათს მსურველი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებს. დაპორტირდი აქ

მიტანის ღირებულება: თბილისში 3 ლ; რეგიონებში 7ლ - 15ლ;