სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებები

15 ივლისი, 2021

 

ნახეთ სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებები და აქციები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს.

 

მიიღე Silk TV-ის ყველა არხი საჩუქრად

 

 

ახლა კარგი დროა, რომ სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩაერთო, რადგან თუ ახალი მომხმარებელი ხარ საჩუქრები გელის. დარეგისტრირდი ორმაგ შეთავაზებაზე ინტერნეტი +ტელევიზია და დასაჩუქრდი ორი თვით ყველაზე მაღალი ტვ პაკეტით „პრემიუმ+“.   ინსტალაცია უფასოა. 
 

პაკეტში 200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტის და სეტანტას არხები, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი კონტენტი. ტელე სერვისზე დამატებით შეგეძლებათ გაიაქტიუროთ კინოკატალოგი Amediateka, სადაც HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალების პრემიერებს და ახალ ეპიზოდებს მიადევნებ თვალს. 

შეუკვეთე

 

 

დაპორტირდი სილქნეტის მობილურ ქსელში და მიიღე საჩუქარი

 

თუ სილქნეტის მობილურ ქსელში დაპორტირდები, ერთი წლის მანძილზე, ყოველთვიურად, 2GB ინტერნეტ პაკეტს საჩუქრად მიიღებ.  პორტირება უფასოა.

პორტირება შესაძლებელია, როგორც სერვის ცენტრში ცენტრებში, ისე ონლაინ. სიმ ბარათს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.  თბილისში SIM ბარათის მიტანა უფასოა.

დაპორტირდი

 

 

გადაეშვი საზაფხულო თავგადასავლებში სილქნეტის მობილური შეთავაზებებით

 

 

 

სილქნეტმა შენზე მორგებული პირობები „სილქ კოსმოში“ გააერთიანა.
შეგიძლია აირჩიო დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პაკეტები და მოარგო შენს აქტივობებს და დღის რეჟიმს.

შეთავაზებებში დაბრუნდა ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად. ასევე შეგიძლია: 5 დღით ულიმიტოდ ინტერნეტის გამოყენება 4 ლარად და ერთი თვით, ღამის საათებში ინტერნეტის შეუზღუდავად სარგებლობა - 4,9ლარად.

აირჩიე პაკეტი

 

 

National Geographic-ის ახალი ნომერიც არ გამოგრჩეს

 

 

ივლისის ნომერი სრულად ეძღვნება სეზონის ცხელ რეალობას; გლობალურ დათბობას; სიცხესთან გამკლავების მარტივ საშუალებებს. ჟურნალი გვიყვება ესპანეთში, კან-მატაფას ნაგავსაყრელზე აღმოჩენილ ფასდაუდებელ არტეფაქტებზე, რომელთა შესწავლას პალეონტოლოგთა 3-4 თაობა დასჭრიდება. ასევე, ჩრდილოეთ კენიის კონსერვაციაში ჩატარებულ ექსპერიმენტზე საინტერესო მასალა ქვეყნდება, რომელიც ამტკიცებს რომ ადამიანებსა და ველურ ცხოველებს მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ.

National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა 2012 წლიდან სილქნეტის მხარდაჭერით გამოდის და ამიტომაცაა, რომ კომპანიის აბონენტებს ჟურნალი სპეციალურ ფასად 8 ლარად მიეწოდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

გამოწერა შესაძლებელია ცხელ ხაზზე 2100100 ან SilkTV-ის მენიუდან, კატეგორიაში აპლიკაცია - ჟურნალის გამოწერის განყოფილების მეშვეობით.

 

 

Silk GO - სადაც არ უნდა იყო, უყურე ტელევიზიას ტელეფონში

 

 

დასასვენებლად მთაში, ბარში, ზღვაზე თუ მიდიხარ, მაუწყებლობა სმარტფონზე, პლანშეტზე გადაიტანე ან ვებ ბრაუზერით უყურე. ამისათვის ჩამოტვირთე Silk Go აპლიკაცია.

შენთვის სასურველ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან თვალი ადევნე სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას. გაართე პატარები და გზაში საბავშვო არხები ჩაურთე.

სერვისს კინოკატალოგი Amediateka მოჰყვება, სადაც რეიტინგული სერიალები დაგხვდებათ, რომელსაც ასე სათუთად ინახავდი ზაფხულის შვებულებისთვის.

აპლიკაციისთვის მთავარია ინტერნეტთან წვდომა

გადმოწერე